About Product
შემადგენლობა:
1 ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აცეტილსალიცილის მჟავას _ 75 მგ ან 150 მგ;
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორები
ჩვენება:
არასტაბილური სტენოკარდია;
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პროფილაქტიკა;
მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;
ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკა;
თრომბოზის და ემბოლიის პროფილაქტიკა, მათ შორის მრავალი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში (სისხლძარღვებზე, გულზე ოპერაციის, მათ შორის აორტო-კორონარული შუნტირების შემდგომი პერიოდი).
მიღების წესი და დოზირება:
კარდიო ფორსის ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტი (ტაბლეტი არ უნდა დაიღეჭოს, ან დაიფშვნას) მიიღება ჭამის წინ, დიდი რაოდენობის წყალთან ერთად.
რეკომენდებული დოზა მოზრდილებში პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში,
შემდეგ _ 75 მგ-ს დღე-ღამეში.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;
ჰემორაგიული დიათეზი; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, გამწვავების ფაზაში; მიდრეკილება სისხლდენისადმი, სისხლის შედედების დარღვევა, ჰემოფილია; ნეფროლითიაზი; ასპირინის ტრიადა; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი; თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა;
ორსულობა (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი; 18 წლამდე ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
Show More
More Info
116955
Generic
acetylsalicylic acid