Aspirin cardio tab 300mg #20
Aspirin cardio tab 300mg #20

Aspirin cardio tab 300mg #20

გერმანია

ბაიერი
About Product
გასტრორეზისტენტული ტაბლეტები 300მგ
აქტიური ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა.
შემადგენლობა: ტაბლეტები შეიცავს 300მგ აცეტილსალიცილის მჟავას და დამხმარე ნივთიერებებს: კერნელი - ცელულოზას ფხვნილი, ხორბლის სახამებელი: მეთაკრილის მჟავა - ეთილის აკრილატის ვიდეო-კოპოლიმერი 1:1, პოლისორბატ 80, ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ტალკი, ტრიეთილის ციტრატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიაგრეგანტი, ანტითრომბოციტული პრეპარატი.
თერაპიული ჩვენება: ასპირინი გამოიყენება თრომბოციტების აგრეგაციის დასაინჰიბირებლად.არასტაბილური სტენოკარდია (კორონარულ სისხლძარღვებში სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული ტკივილი)მიოკარდიუმის ინფარქტი;მიოკარდიუმის ინფარქტის რეციდივის პრევენცია (ინფარქტის შემდგომი პროფილაქტიკა);ანგიოლოგიური ოპერაციის შემდეგ (მაგ. ვენური შუნტირების ან კანქვეშა ტრანსმურული კორონარული ანგიოპლასტიკის (PTCA) შემდეგ);გარდამავალი იშემიური შეტევების და ტვინის ინფარქტის პრევენცია;კორონარული სისხლძარღვების თრომბოზის პროფილაქტიკა მრავლობითი რისკ-ფაქტორის მქონე პაციენტებში;ვენური თრომბოზის და ფილტვის ემბოლიის პროფილაქტიკა;
შენიშვნა: აღნიშნული პრეპარატი არ გამოიყენება ტკივილის სამკურნალოდ.
უკუჩვენება:
ასპირინ კარდიო არ გამოიყენება შემდეგშემთხვევებში:ჰიპერმგრძნობელობა ასპირინის ან სალიცილატების მიმართ, ასპირინის მსგავს ჯგუფში შემავალი ნივთიერებები;კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;
სისხლდენის განვითარების გაზრდილი რისკი (ჰემორაგიული დიათეზი);ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.
ლაქტაციის პერიოდი:
ასპირინი და მისი მეტაბოლიტები მცირე რაოდენობით გადადიან დედის რძეში. რადგან ბავშვებში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები, შესაბამისად ლაქტაციის შეწყვეტა არ არის აუცილებელი თუ ასპირინის დღიური დოზა არ აჭარბებს 150მგ-ს. თუ საჭიროა უფრო მაღალი დოზის გამოყენება (დღიური დოზა 150მგ-ზე მეტი), მაშინ ლაქტაცია უნდა შეწყდეს.
გამოყენება ბავშვებში:ბავშვებში და მოზარდებში ასპირინი კარდიო 100 ინიშნება ცხელების სამკურნალოდ მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად ან თუ სხვა პრეპარატებით მკურნალობა აღმოჩნდა არაეფექტური.პრეპარატი არ გამოიყენება ალკოჰოლთან ერთად.
მიღების წესი და დოზა: რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-300 მგ აცეტილსალიცილის მჟავას დღეში დანიშნულების მიხედვით.
გვერდითი ეფექტები:კუჭის ტკივილი და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქვედა ნაწილიდან. იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კუჭის წყლული ან კუჭიდან სისხლდენა, ხოლო ასთმიან პაციენტებში - ალერგიული რეაქციები (ასთმის შეტევა და სუნთქვის გაძნელება, კანის რეაქციები). შენიშვნა: თუ გამოვლინდა რომელიმე გვერდითი, ეფექტი, რაც არ არის ზემოთ აღწერილი, ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
შენახვის პირობები:არ ინახება 25 C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
მწარმოებელი:
Bitterfleld Bayer GmbH, Germany.
ბიტერფილდ ბაიერ გმბჰ, გერმ
Show More
More Info
Brand
ბაიერი
Country
გერმანია
Generic
acetylsalicylic acid
Dose
300მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page