Aminocapronicum Acidi 5% 100ml
Aminocapronicum Acidi 5% 100ml

Aminocapronicum Acidi 5% 100ml

სომხეთი

ფარმატეკი
About Product
მოქმედი ნივთიერება: ამინოკაპრონის მჟავა

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰემოსტატური საშუალება, ფიბრინოლიზის ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი
1 ლ ხსნარი შეიცავს:

ამინოკაპრონის მჟავა ................. 50გ; ნატრიუმის ქლორიდი ........... 9გ. დამხმარე საშუალება: საინექციო წყალი 1 ლ-მდე.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიბრინოლიზის ინჰიბიტორი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს სისხლდენის შემაჩერებელ სპეციფიკურ საშუალებას, რომელიც გამოწვეულია ფიბრინოლიზის გაძლიერებით, რაც დაკავშირებულია პლაზმინოგენის აქტივატორების ბლოკადასთან და პლაზმინის ზეგავლენის ნაწილობრივ დათრგუნვასთან. აგრეთვე იგი თრგუნავს ბიოგენურ პოლიპეპტიდებს. ამინოკაპრონის მჟავას გააჩნია ანტიალერგიული ეფექტი, იგი აძლიერებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას, თრგუნავს ანტისხეულების წარმოქმნას. პრეპარატის ინტრავენური შეყვანის დროს მისი მოქმედება აღინიშნება 15-20 წუთის შემდეგ.
იგი სწრაფად ელიმინირდება თირკმელებით: შეყვანილი რაოდენობის 40-60% 4 საათის შედგომ ელიმინირდება შარდით. თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს ამინოკაპრონის მჟავას კონცენტრაცია სისხლში მატულობს.

ჩვენებები:

ამინოკაპრონის მჟავა შეჰყავთ ქირურგიული ოპერაციების და სხვა პათოლოგიური პროცესების დროს სისხლის და ქსოვილების მომატებული ფიბრინოლიზური აქტივობით: ოპერაციები თავის ტვინზე, გულზე, ფარისებრ ჯირკვალზე, კუჭქვეშა ჯირკვალზე, წინამდებარე ჯირკვალზე, პლაცენტის ნაადრევი მოცილების დროს, საშვილოსნოში მკვდარი ნაყოფის ხანგრძლივი დაყოვნების დროს, საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, მწვავე პანკრეატიტის, ღვიძლის დაავადებების, ჰიპოპლასტური ანემიის, ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, შარდის ბუშტიდან სისხლდენის დროს. ამინოკაპრონის მჟავა ინიშნება მეორადი ჰიპოფიბრინოგენემიის განვითარების თავიდან აცილების მიზნით კონსერვირებული სისხლის მასიური გადასხმის დროს.
დოზირების რეჟიმი:

ამინოკაპრონის მჟავა ინიშნება პერორალურად, ან ინტრავენურად.
Show More
More Info
Brand
ფარმატეკი
Country
სომხეთი
Generic
aminocapronicum acidi
Dose
5%
Form
ხსნარი საინფუზიო
Packing
პაკეტი პვქ
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page