Actovegin amp 40mg/ml 2ml #25
Actovegin amp 40mg/ml 2ml #25

Actovegin amp 40mg/ml 2ml #25

Russia

ტაკედა
About Product
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:თითოეული ამპულა (2მლ) შეიცავს 80მგ დეპროტეინირებულ ხბოს
სისხლის შრატს (მშრალი მასა).
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი (Ph.Eur) და PH-ის მარეგულირებელი
ჰიდროქლორის მჟავას ხსნარი (Ph.Eur).

ჩვენება:
ცენტრალური ნერვული სისტემის მეტაბოლური და სისხლის მიმოქცევის დარღვევები:
ქრონიკული ცერებრალური იშემია, იშემიური ინსულტი, თავის ქალასა და ტვინის დაზიანება; პერიფერიული არტერიული და ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევის და მათ მიერ
გამოწვეული დაავადებების მკურნალობა; კანის ტრანსპლანტაცია; ჭრილობის შეხორცების
დაჩქარება: სხვადასხვა წარმოშობის წყლულების დროს (დამწვრობა, დაფუფქვა, ეროზიები), ტროფიკული დაზიანებები (წყლულები); დასხივების შედეგად განვითარებული კანისა და ლორწოვანის დაზიანება;

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა დეპროტეინირებული მშრალი სისხლის შრატის ან პრეპარატის შემადგენელობაში შემავალი სხვა ნივთიერების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ექიმის დანიშნულების გარეშე არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:
აქტოვეგინის საინექციო ხსნარი შეყავთ ინტრავენურად, კუნთში ან ინტრაარტერიულად, ასევე ინფუზიის სახით. ინფუზიის სახით: მედიკამენტის 10-50მლ უნდა
გაიხსნას 200-300მლ ტუტე ხსნარში (იზოტონური ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი ან 5% გლუკოზის ხსნარი). ინფუზიის სიჩქარე: 2მლწთ. ცერებრალური სისხლის მიმოქცევისა და
კვების დარღვევები: საწყისი დოზა არის 10მლ ინტრავენურად ერთხელ დღეში,
მკურნალობის ხანგრძლივობა 2 კვირა. ამის შემდეგ 5-დან 10მლ-მდე ინტრავენურად
რამდენიმეჯერ კვირაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 4 კვირა. იშემიური ინსულტი: 20-50მლ გახსნილი 200-300მლ ტუტე ხსნარში ინტრაარტერიულად ან ინტრავენური ინექციის სახით ერთხელ დღეში ან რამოდენიმეჯერ კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა დაახლოებით 2-3კვირა.
არტერიული ანგიოპათია: 20-50მლ გახსნილი ტუტე ხსნარში ინტრაარტერიული ან
ინტრავენური ინექციის სახით ერთხელ დღეში ან რამოდენიმეჯერ კვირაში. მკურნალობის
ხანგრძლივობა დაახლოებით 4 კვირა. ფეხის წყლულები და სხვა ძნელად შეხორცებადი წყლულები, დამწვრობა: 10მლ ინტარვენურად ან 5მლ კუნთში ერთხელ დღეში ან
რამოდენიმეჯერ კვირაში, აღდგენის პროცესის შესაბამისად, ადგილობრივად
გამოსაყენებელ აქტოვეგინთან ერთად. სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული კანისა და ლორწოვანის დაზიანების პრევენცია: საშუალოდ 5მლ ინტრავენურად დღეში, სხივური
თერაპიის პროცედურებს შორის. სხივური თერაპიის შედეგად განვითარებული ცისტიტი: 10მლ დღეში შარდსადენში, ანტიბიოტიკურ თერაპიასთან ერთად კომბინაციაში.
Show More
More Info
Brand
ტაკედა
Country
Russia
Generic
non appropriated
Dose
40მგ/1მლ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
25
Volume
2მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page