L-Carnitine Amvilab tab 500mg #60
L-Carnitine Amvilab tab 500mg #60

L-Carnitine Amvilab tab 500mg #60

ამერიკის შეერთებული შტატები

ამვილაბი
-10% Extra With VISA Card
About Product
დასახელება - Amvilab - ამვილაბი L კარნიტინი 60 კაფსულა

L კარნიტინი ბუნებრივი ამინომჟავაა, რომელიც ფიზიოლოგიურად გამომუშავდება ორგანიზმში და გვხვდება ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით გულისა და ჩონჩხის კუნთებში, ღვიძლსა და თავის ტვინში. ორგანიზმში გამომუშავდება კარნიტინის დღიური მოთხოვნილების მხოლოდ 10%, დანარჩენი უნდა შეივსოს საკვები პროდუქტებით ან საკვები დანამატებით. კარნიტინზე მოთხოვნა განსაკუთრებით იზრდება ძლიერი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესული სიტუაციების დროს და სპორტსმენებში.

L კარნიტინის ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის გამდიდრება ენერგიით - ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებას მიტოქონდრიებში, სადაც მათი დაშლის (β - დაჟანგვა) შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ). L კარნიტინი არეგულირებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში, აუმჯობესებს გულის კუნთის კუმშვადობას და ენერგომომარაგებას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს აცეტილქოლინის სინთეზს, რაც განაპირობებს მეხსიერების, კონცენტრაციის, აზროვნების გაუმჯობესებას.

ამვილაბის L კარნიტინი ბიოლოგიურად აქტიური, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ფორმაა, რომელსაც ადვილად და სრულად ითვისებს ორგანიზმი
ამვილაბის L კარნიტინი როდის გამოიყენება:

მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, სპორტსმენები
შრომისუნარიანობის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
ჭარბი წონა, სიმსუქნე
ხანდაზმული ასაკი
გადატანილი დაავადების შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი
გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია (კომპლექსურ თერაპიაში)
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა
მიოპათია, მიასთენია
ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია
იმუნიტეტის დაქვეითება
თირეოტოქსიკოზი, ინსულინრეზისტენტობა, შაქრიანი დიაბეტი
გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება ბავშვებში
დოზირება: მიიღება 6 წლის ასაკიდან 1 კაფსულა 1-3 ჯერ დღეში კვებებს შორის შუალედში.
Show More
More Info
Brand
ამვილაბი
Country
ამერიკის შეერთებული შტატები
Generic
L-carnitine
Dose
500მგ
Form
კაფსულა
Quantity
60
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page