Alpenta caps N90

Alpenta caps N90

შვეიცარია

ლაბ. არკონა
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა:
ლუდის საფუარი (Saccharomyces cerevisiae), ფეტვის თესლის ექსტრაქტი (Panicum miliaceum L.) DER 4:1, L-ცისტეინი, კერატინი, პარა-ამინობენზოის მჟავა (პაბმ), შინდისფერი სტაფილოს კონცენტრირებული წვენი, ბიოტინი. კაფსულის გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზას ჟელატინის გარსი.
გმო-ს გარეშე. არ შეიცავს გლუტენს და ლაქტოზას.
მისი გამოყენება შეუძლიათ ვეგეტარიანელებს და ვეგანებს.
რეკომენდებულია:
თმის, კანის, ფრჩხილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, კერატინის, პარა-ამინობენზოის მჟავის, ლუდის საფუარის, ფეტვის ექსტრაქტის, L-ცისტეინის და ბიოტინის დეფიციტის შესავსებად, ხელს უწყობს მაკროელემენტების ნორმალურ ათვისებას.

გამოყენების მეთოდი და რეკომენდებული დღიური რაოდენობა:
მოზრდილებისთვის - 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს.
კურსის ხანგრძლივობაა 3-6 თვე. საჭიროების შემთხვევაში, კურსი შეიძლება გაგრძელდეს ან განმეორდეს. კურსებს შორის ინტერვალი უნდა იყოს 4 თვე.
არ გადააჭარბოთ ყოველდღიური მოხმარებისთვის მითითებულ რაოდენობას (ულუფას). გაფრთხილება გამოყენების შესახებ: არ გამოიყენოთ პროდუქტის ცალკეული კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის მომატების შემთხვევაში.
გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.
გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერში, 9 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
არ არის მედიკამენტი.
საკვები დანამატი არ შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების რაციონისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი.
ალპენტა- ეს არის სპეციალური კომპლექსი თმის, ფრჩხილების, კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის, მათი ნორმალური მდგომარეობისა და სტრუქტურის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. ალპენტა რეკომენდებულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვების დროს.
ალპენტას შემადგენელი კომპონენტების თვისებები:
ლუდის საფუარი (Saccharomyces cerevisiae) შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ბიოლოგიურად აქტიურ მიკროელემენტებს, დიდი ოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს (B1, B2, PP, ფოლიუმის და პარა-ამინობენზოის მჟავები) და მინერალურ მარილებს (კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი). ისინი ხელს უწყობენ თმის სწრაფ ზრდას და გაძლიერებას. ისინი მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტი, ანელებენ დაბერების პროცესს და ხელს უწყობენ ორგანიზმის დამცავი ძალების მობილიზებას.
ფეტვის თესლის ექსტრაქტი (Panicum miliaceum L.) - შეიცავს ნახშირწყლებს, სახამებელს, მდიდარია ამინომჟავებით, ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თმის ფოლიკულებისა და კანის ნორმალური მეტაბოლური პროცესების შენარჩუნებაში. ფეტვის ექსტრაქტს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თმისა და კანის მდგომარეობა, თავიდან აიცილოს თმის ცვენა, აღმოფხვრას კანის სიმშრალე და შეინარჩუნოს მასში საჭირო ტენიანობა. ექსტრაქტი აძლიერებს უჯრედულ მეტაბოლიზმს, უჯრედების პროლიფერაციას და ქსოვილების რეგენერაციას, ინარჩუნებს კანის ჯანმრთელობას. დადასტურებულია, რომ ფეტვის მთავარი აქტიური ნივთიერება -მილიაცინი, ასტიმულირებს ფოლიკულებს და ამაგრებს თმის ძირებს. სილიციუმის მჟავა- ხორბლის ექსტრაქტის კიდევ ერთი განსაკუთრებული კომპონენტია. ის უზრუნველყოფს თმის რესტრუქტურიზაციის, გაძლიერების პროცესს.
L-ცისტეინი - მონაწილეობს კანის ქსოვილების ფორმირებაში, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას და აუმჯობესებს კანის ელასტიურობასა და ტექსტურას. L-ცისტეინის გამოყენება ხელს უწყობს სტრუქტურული დაზიანებების აღდგენას და ანელებს თმის ცვენას თმის ცვენასთან დაკავშირებული სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებში. გარდა ამისა, L-ცისტეინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ის ხელს უწყობს ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფას და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, ხოლო მისი გავლენა იმუნური სისტემის მოქმედების რეგულირებაზე, უპირველეს ყოვლისა, ასოცირდება ანთების საწინააღმდეგო ინტერლეიკინების დონის ნორმალიზაციასთან.
Show More
More Info
Brand
ლაბ. არკონა
Country
შვეიცარია
Generic
Saccharomyces cerevisiae+Panicum miliaceum+cistein+ceratin+para-aminobenzoin acid
Form
კაფსულა
Quantity
90
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page