აქტიური ინგრედიენტები: ფენოლი 3,9გ ბორის მჟავა 0,8გ რეზორცინი 7,8 გ ფუძოვანი ფუქსინი 0,4გ არააქტიური სუბსტანციები: აცეტონი 4,9მლ ეთანოლი 95% 9,6მლ გამოხდილი წყალი საჭირო რაოდენობით 100მლ ხსნარის მისაღებად
ჩვენებები: კანის ჩირქოვანი და სოკოვანი დაავადებები, ზედაპირული ჭრილობები, ეროზიები, ნახეთქები, ნაკაწრები.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ქრონიკული ალერგიული დერმატოზები. პრეპარატი არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება: გარეგანად. ხსნარით ამუშავებენ კანის და ლორწოვანი გარსის დაზიანებულ ადგილს 2-4-ჯერ დღეში კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე. ხსნარის გაშრობის შემდეგ დამუშავებულ ადგილზე შესაძლებელია მალამოს დატანა.
გვერდითი მოვლენები: ხანმოკლე ქავილის და ტკივილის შეგრძნება, ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია დერმატიტების და ადგილობრივი ალერგიული რეაქციების განვითარება. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორფის ისეთის, რომელიც არ არის მცოემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკრუნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი არ დაიტანება კანის დიდ მონაკვეთებზე, რადგან ხსნარში შემავალი ფენოლი აღწევს სისხლში და შეიძლება გამოიწვიოს ტოქსიკური რეაქციები (თავბრუსხვევა, სისუსტე).
გამოშვების ფორმა: 25მლ გარეგანი გამოყენების ხსნარი მუქ ნარინჯისფერ მინის ფლაკონში.
შენახვის პირობები: ინახება სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25? ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 2 წელი. აკრძალულია გამოყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
აღწერილობა: მუქი წითელი ფერის სითხე, ფენოლის დამახასიათებელი სუნით.
აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.