It is used for the treatment of non-bleeding superficial wounds and injuries, superficial skin inflammation and irritation, insect bites, and sunburn.
რას შეიცავს ალზოლის მალამო- აქტიური სუბსტანცია არის ალუმინის აცეტატის ტარტრატის ბორატის ხსნარი 15.0 მგ 1 გ მალამოში.- სხვა ინგრედიენტებია: ლავანდის ზეთი, ქოლესტერინი, მყარი პარაფინი, გლიცერინი 85%, შალის ცვილი, თხევადი პარაფინი, სუფთა წყალი, ყვითელი ვაზელინი, ჰიპრომელოზა.ჩვენებებიალზოლის მალამოს აქტიურ ინგრედიენტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და შემკვრელი მოქმედება. გამოიყენება სისხლდენის გარეშე არსებული ზედაპირული ჭრილობებისა და დაზიანებების, კანის ზედაპირული ანთებისა და გაღიზიანების, მწერის ნაკბენისა და მზისგან დამწვრობის სამკურნალოდ. გარდა ამისა, გამოიყენება ზედაპირული ნაწოლების სამკურნალოდ და საფენებით გამოწვეული დერმატიტის (საფენის მოხმარების არეში სიწითლისა და გამონაყარის) პრევენციისა და მკურნალობისათვის.მიღების წესები და დოზებიალზოლის მალამო გამოიყენება მხოლოდ კანზე.მალამო უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ორჯერ ან სამჯერ.თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი რაოდენობის ალზოლის მალამომოიცილეთ მალამო დაზიანებული კანიდან (მოიწმინდეთ).თუ დაგავიწყდათ ალზოლის მალამოს გამოყენებაგამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ მკურნალობა გამოყენებისა და დოზირების შესახებ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.თუ შეწყვეტთ ალზოლის მალამოს გამოყენებასრეციდივის თავიდან ასაცილებლად, 3 დღეზე ადრე არ შეწყვიტოთ მკურნალობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღინიშნება სიმპტომების გაუარესება ან ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები. მიუხედავად ამისა, ალზოლის მალამოს გამოყენების უეცრად შეწყვეტა არ იწვევს არასასურველ ეფექტებს.პრეპარატის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.ორსულობა და ლაქტაციაორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ალზოლის მალამოს გამოყენების შესახებ კვლევის მონაცემები არ არსებობს. ვინაიდან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ალუმინის იმავე რაოდენობას, რასაც ალზოლის მალამოს მთლიანი ტუბი, სავადაუდოა, რომ ალზოლის მალამოს გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოა.ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.შეინახეთ 25 C-მდე ტემპერატურის პირობებში.