ჩვენება: ბაქტერიოციდული ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკის ცეფუროქსიმის ორალური პროწამალი, რომელიც რეზისტენტულია ბეტა-ლაქტამაზების უმრავლესობის მიმართ და აქტიურია გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი ორგანიზმების ფართო სპექტრის წინააღმდეგ. ნაჩვენებია მგრძნობიარე ბაქტერირებით გამოწვეული ინფექციის სამკურნალოდ. ჩვენებები მოიცავს: - ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები მაგ. ყური, ცხვირის და ყელის ინფექციები, როგორიცაა შუა ოტიტი, სინუსიტი, ტონზილიტი და ფარინგიტი.). - ქვემო რესპირატორული ტრაქტის ინფექციები. მაგ. პნევმონია, მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებები. - შარდ-სასქესო ტრაქტის ინფექციები (მაგ. პიელონეფრიტი, ცისტიტი და ურეთრიტი), - გონორეა, მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტები, და ცერვიციტები. - კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, მაგ: ფურუნკულოზი, პიოდერმია და იმპეტიგო). - ნადრეული ლაიმის დაავადების მკურნალობა და მოგვიანებითი ლაიმის დაავადების პრევენცია მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების მიმართ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.