Zinat tab 500mg #10

Zinat tab 500mg #10

დიდი ბრიტანეთი

გლაქსო ოპერეიშენს
About Product
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტი არის ცეფუროქსიმი აქსეტილი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ცეფუროქსიმს 300.72 მგ ცეფუროქსიმის აქსეტილის სახით. დამხმარე ნივთიერებები: გული - მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა (A ტიპის), ნატრიუმის ლაურილის სულფატი, ჰიდროგენირებული ბოსტნეულის ზეთი, უწყლო
კოლოიდური სლიციუმი, გარსი - ჰიპრომელოზა, პროპილენ გლიკოლი, მეთილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E 218),
პროპილ p-ჰიდროქსიბენზოატი (E 216), ტიტანის დიოქსიდი (E 171), ნატრიუმის ბენზოატი.

ჩვენება: ზინატი შემოგარსული ტაბლეტები ნაჩვენებია ცეფუროქსიმის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული
ინფექციების სამკურნალოდ: ზედა სასუნთქი გზების ინფექციები - ფარინგიტი, ლარინგიტი, ტონზილიტი და სინუსიტი; ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები - მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი გამწვავების სტადიაში, ბაქტერიული პნევმონია; შუა ყურის ანთება; საშარდე გზების ინფექციები - პოლინეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი; კანისა და რბილი ქსოვილების
ინფექციები - ფურუნკულოზი, ფლეგმონა, იმპეტიგო; გონორეა - მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და
ცერვიციტი; ლაიმის დაავადება (ბორელიოზი) - მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების გვიანი სიმპტომების
პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ან ცეპალოსპორინის ანტიბიოტიკების
მიმართ.


ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე, აუცილებელია კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.
ცეფუროქსიმი გამოიყოფა დედის რძში, პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის დროს .

მიღების წესი: ზინატი შემოგარსული ტაბლეტები ყოველთვის მიიღება დანიშნულების შესაბამისად. ეჭვის შემთხვევაში
გადამოწმდეს მკურნალ ექიმთან. მკურნალობა ჩვეულებრივ გრძელდება 5-10 დღის განმავლობაში. მდგომარეობის
გაუმჯობესების შემთხვევაში არ უნდა შეწყდეს მკურნალობა. პრეპარატმა შეიძლება არ იმოქმედოს სრულად და შეიძლება გამოიწვიოს რეციდივი.
ზინატის ტაბლეტირებული ფორმა მიიღება ჭამის შემდეგ ოპტიმალური შეწოვისთვის. ზინატის ტაბლეტები არ იყოფა და არ იმტვრევა. თუ პაციენტი გრძნობს, რომ პრეპარატის მოქმედება არის ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტი, ეცნობოს მკურნალ ექიმს.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას, 30C დაბალ ტემპერატურაზე. პრეპარატი არ მიიღება
შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
გლაქსო ოპერეიშენს
Country
დიდი ბრიტანეთი
Generic
cefuroxime
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page