− 1 მლ სიროფი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას 50 მგ ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლს. − სხვა ინგრედიენტები: საქაროზა, გლიცეროლი (E422), მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ნატრიუმის ციტრატი, მარწყვის არომატი, გასუფთავებული წყალი.
მოცემული პრეპარატი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ: − გრიპი და სხვა ვირუსული ინფექციები, რომლებიც აზიანებს სასუნთქ სისტემას; − ჰერპესული ვირუსით გამოწვეული ინფექციები სასქესო ორგანოებზე; − ჰერპეს-ზოსტერის ინფექცია; − წითელა, ყბაყურა, ჩუტყვავილა, ჰეპატიტი, ინფექციური მონონუკლეოზი და სხვა.
მოზრდილები და 65 წელზე უფროსი ასაკის პირები ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს/სხეულის მასის კგ-ზე (ჩვეულებრივ, 1 მლ სხეულის მასის 1 კგ-ზე). არ შეიძლება დღე-ღამეში 4 გ-ზე მეტი დოზის მიღება.
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 მგ-ს/სხეულის მასის კგ-ზე (ჩვეულებრივ, 1 მლ სხეულის მასის 1 კგ-ზე).
გამოყენების წესი: სიროფი მიიღება პერორალურად, შეფუთვაში წარმოდგენილი საზომი კოვზის საშუალებით. ერთი სავსე საზომი კოვზი შეიცავს 5 მლ სიროფს. მითითებულ სადღეღამისო დოზას ანაწილებენ თანაბრად (ჩვეულებრივ 3-4) მიღებაზე დღის საათებში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში.