Vamexin tab 500mg #14

Vamexin tab 500mg #14

თურქეთი

რეკორდატ ილაჩ
About Product
ჩვენება: ვამოქსინის ყოველი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს 500მგ კლარითრომიცინს აქტიური ინგრედიენტის სახით. ვამოქსინი მიეკუთვნება მაკროლიდური ანტიბიოტიკების მედიკამენტების ჯგუფს. ანტიბიოტიკები აჩერებს ბაქტერიების (პათოგენური) ზრდას, რომლებიც იწვევენ ინფექციებს. ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ, როგორიც არის: გულმკერდის ორგანოების ინფექციები, როგორიცაა ბრონქიტი და პნევმონია; ყელის და სინუსების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, როგორიცაა ანთება, ფოლიკულიტი ან წითელი ქარი; გარკვეული ტიპის ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციები, რომელსაც ეწოდება Mycobacteriae; Helicobacter pylori ინფექცია, რომელიც ასოცირდება თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულთან.

მიღების წესი: ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები მიიღება ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით.

უკუჩვენება: თუ პაციენტმა იცის, რომ არის ალერგიული კლარითრომიცინის, სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების, როგორიც არის ერითრომიცინი ან აზითრომიცინი ან ტაბლეტების რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ. თუ ღებულობს მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდება ჭვავის რქის ალკალოიდები, მაგალითად, ერგოტამინის ან დიჰიდროერგოტამინის ტაბლეტები ან ღებულობს შაკიკის სამკურნალო ერგოტამინის ინჰალაციას. საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან ალტერნატიული წამლის მიღებასთან დაკავშირებით. თუ პაციენტი ღებულობს მედიკამენტებს, სიმვასტატინს ან ლოვასტატინს (გამოიყენება სისხლში ცხიმების მომატებული რაოდენობის შესამცირებლად, როგორიც არის ქოლესტერინი და ტრიგლიცერიდები. ღებულობს მედიკამენტებს, ასტემიზოლს ან ტერფენადინს (გამოიყენება თივის ცხელების ან ალერგიის დროს), ციზაპრიდს ან დომპერიდონს (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს), ან პიმოზიდი (გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიატრული დაავადების სამკურნალოდ), ამ მედიკამენტების მიღებამ ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის რიტმის სერიოზული დარღვევები. საჭიროა კონსულტაციის გავლა მკურნალ ექიმთან ალტერნატიული წამლის მიღებასთან დაკავშირებით. თუ პაციენტი ღებულობს სხვა მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ გულისცემის რითმის სერიოზულ დარღვევებს. ღებულობს მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდება ტიცაგრელორი ან რანოლაზინი (სტენოკარდიის დროს ან გულის შეტევის ან ინსულტის განვითარების შესამცირებლად); ღებულობს მედიკამენტს, რომელსაც ეწოდება კოლხიცინი. აქვს სისხლში კალიუმის არანორმალურად დაბალი დონე (ჰიპოკალიემია). ღებულობს შიგნით მისაღებ ანუ პერორალურ მიდაზოლამს (შფოთვის ან უძილობისთვის). აქვს ღვიძლის ან-და თირკმელების რაიმე პრობლემა. პაციენტს ან მის ოჯახის წევრს გააჩნია გულისცემის რითმის დარღვევების ისტორია (პარკუჭოვანი არითმია, torsades de point ჩათვლით) ან დარღვევები ელექტროკარდიოგრამაში (ECG, გულის ელექტრონული ჩაწერა) პათოლოგიური დარღვევები (ე.წ. გრძელი QT სინდრომი).

ვამოქსინი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.


ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად, ეჭვობს ორსულობას ან არის ლაქტაციის პერიოდში, ვამოქსინი აპკაინი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს მკურნალ ექიმთან, რადგან ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მათი უსაფრთხოება ცნობილი არ არის.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
რეკორდატ ილაჩ
Country
თურქეთი
Generic
clarithromycin
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
14
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page