About Product
სტამარილი ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიისთვის წინასწარ ავსებულ შპრიცში
ყვითელი ცხელების ვაქცინა (ცოცხალი)
შემადგენლობა: მომზადებული ხსნარის ერთი დოზა (0,5მლ) შეიცავს: აქტიური ნივთიერებაა: ყვითელი ცხელების ვირუსი 1, 17-D-204 შტამი (ცოცხალი, დასუსტებული)-არანაკლებ 1000სე. ბაზარზე შეიძლება არ იყოს წარმოდგენლი შეფუთვის ყველა ზომა ან შეფუთვა. დამზადებული სპეციალურ, პათოგენებისგან თავისუფალ ქათმის ემბრიონში. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სორბიტოლი, L-ჰისტიდინის ჰიდროქლორიდი, L-ალანინი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ფოსფატ დიჰიდრატი, კალიუმის დიჰიდროგენ ფოსფატი, კალციუმის ქლორიდი, მაგნიუმის სულფატი და საინექციო წყალი.
ჩვენება: სტამარილი არის ვაქცინა, რომელიც იცავს ისეთი სერიოზული ინფექციური დაავადებისგან, რომელსაც ყვითელი ცხელება ეწოდება. ყვითელი ცხელება ვლინდება მსოფლიოს ცალკეულ ნაწილებში და ადამიანებს გადაეცემათ ინფიცირებული კოღოების ნაკბენით. სტამარილი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებიც: მიემგზავრებიან, ტრანზიტით გადიან ან ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც ყვითელი ცხელება გავრცელებულია. მიემგზავრებიან რომელიმე ისეთ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს ვაქცინაციის ცნობას შესვლისთვის, ეს შეიძლება დამოკიდებული იყოს იგივე მოგზაურობის დროს მონახულებულ ქვეყნებზე. უხდებათ ინფექციურ მასალებთან მოპყრობა, მაგ. ლაბორატორიის მუშაკები. ყვითელი ცხელების წინააღმდეგ ვაქცინაციის ვალიდური სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა აცრის ჩატარება ვაქცინაციის ავტორიზებულ ცენტრში, ისე რომ შესაძლებელი იყოს ვაქცინაციის საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა. ეს სერტიფიკატი ძალაშია ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 10 დღის გასვლიდან 10 წლის განმავლობაში. განმეორებითი ვაქცინაციის შემდეგ გაცემული სერტიფიკატი ძალაში შედის ინექციისთანავე.
ორსულობა და ლაქტაცია: თუ პაციენტი არის ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ეჭვობს ორსულობას, ან გეგმავს დაორსულებას, ვაქცინაციამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. დაუშვებელია სტამარილის მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვაქცინაციის თავიდან აცილება შეუძლებელია. ექიმი ან ექთანი ურჩევს, არის თუ არა აუცილებელი პაციენტის ვაქცინაცია ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენების წესი: დოზირება: სტამარილი გამოიყენება 0.5მლ ერთჯერადი დოზით მოზრდილებსა და 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში. პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ყვითელი ცხელების რისკის ქვეშ მოხვედრამდე 10 დღით ადრე, რადგან ვაქცინის მოქმედების დაწყების და ყვითელი ცხელების ვირუსის წინააღმდეგ სათანადო დაცვის გამომუშავებას 10 დღე ჭირდება. ამ დოზით მიღებული დაცვა გაგრძელდება არანაკლებ 10 წლის განმავლობაში და შესაძლოა, მთელი ცხოვრების მანძილზე. განმეორებითი დოზის (0,5მლ) მიღება შესაძლოა, საჭირო გახდეს: თუ პაციენტს ან მის ბავშვს პირველი დოზის მიღების შემდეგ არ ჰქონდა სათანადო პასუხი, ან 10 წლის შემდეგ, თუ ეს მოთხოვნილია იმ ქვეყნის რეგულაციებით, სადაც მიემგზავრება. გამოყენების წესი: სტამარილის შეყვანა ხდება ინექციის სახით ექიმის ან ექთნის მიერ. ჩვეულებრივ ინექცია ხდება კანქვეშ, მაგრამ შესაძლებელია კუნთშიც. არ უნდა მოხდეს სისხლძარღვში ინექცია.
დოზის გადაჭარბება: ზოგიერთ შემთხვევაში გამოყენებული იქნა რეკომენდებულზე მეტი რაოდენობით სტამარილი. ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა პრეპარატმა, სტამარილმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ალერგიული რეაქციები: კანის გამონაყარი, ქავილი და ბუშტუკები; სახის, ტუჩების, ენის და სხეულის სხვა ნაწილების შეშუპება; ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება. თავის ტკივილი; სუსტი ან საშუალო დაღლილობა და სისუსტე; ტკივილი და დისკომფორტი ინექციის ადგილის ირგვლივ; კუნთების ტკივილი; ცხელება (ბავშვებში); ღებინება (ბავშვებში); ცხელება (მოზრდილებში); ღებინება (მოზრდილებში); სახსრების ტკივილი; გულისრევის შეგრძნება; ინექციის ადგილის რეაქციები: სიწითლე, სისხლჩაქცევა, შეშუპება და გამყარება. დამატებითი გვერდითი მოვლენები ბავშვებში: გაღიზიანებადობა, ტირილი; მადის დაკარგვა; ძილიანობა. ეს გვერდითი ეფექტები, ჩვეულებრივ, ვითარდებ ვაქცინაციიდან სამი დღის განმავლობაში და გრძელდება არაუმეტეს სამი დღის მანძილზე.
Show More
More Info
147719
Generic
vaccine yellow fever. live attenuated
Form
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი+გამხსნელი 0.5მლ მზა შპრიცში