speybact powder for injection solution 1.5g vial N1
speybact powder for injection solution 1.5g vial N1

speybact powder for injection solution 1.5g vial N1

ინდოეთი

ნითინ ლაფსცენსი
About Product
სპეიბაქტი

შემადგენლობა:

თითოეული ფლაკონი შეიცავს:

ნატრიუმის ამპიცილინი (სტერილური) USP უწყლო ამპიცილინის ექვ. 1 გ;
ნატრიუმის სულბაქტამი (სტერილური) USP უწყლო სულბაქტამის ექვ. 0,5 გ.

გამოყენების ჩვენებები:
მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ბაქტერიული ინფექციები:
- სასუნთქი ორგანოების ინფექციები (მ.შ. პნევმონია, ფილტვების აბსცესი, ქრონიკული ბრონქიტი, პლევრის ემპიემა);
- ლორ-ორგანოების ინფექციები (მ.შ. სინუსიტი, ტონზილიტი, შუა ოტიტი);
- კნტ ინფექციები (დიზენტერია, სალმონელოზი, სალმონელას მატარებლობა);
- სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
- ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- საშარდე გზების და სასქესო ორგანოების ინფექციები (პიელონეფრიტი, პიელიტი, ცისტიტი, ურეთრიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადად ინფიცირებული დერმატიტები);
- სეპტიური ენდოკარდიტი, მენინგიტი, სეფსისი, პერიტონიტი, ყივანახველა, გონოკოკური ინფექცია;
- მუცლის ღრუსა და მცირე მენჯის ორგანოებზე ოპერაციებისას ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა.
საჭიროა ანტიბაქტერიული საშუალებების სწორად გამოყენების ოფიციალური სახელმძღვანელოს
განხილვა.

უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების და პენიცილინების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ;
- ინფექციური მონონუკლეოზი;
- მძიმე დაუყოვნებლივი ალერგიული რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსია) სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკზე (მაგალითად, ცეფალოსპორინი, კარბაპენემი ან მონობაქტამი) დაავადების ისტორიაში;
- ლაქტაციის პერიოდი (ძუძუთი კვება).

გამოყენების ხანგრძლივობა:

მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 5-დან 14 დღემდე ინფექციის სიმძიმისა და დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. მძიმე შემთხვევებში მკურნალობის გაგრძელება შეიძლება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ 48 საათის განმავლობაში ცხელებისა და დაავადების სხვა სიმპტომების გაქრობამდე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ნითინ ლაფსცენსი
Country
ინდოეთი
Generic
sultamicillin /ampicilline+sulbactam/
Dose
1.5გრ
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page