About Product
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1 ფლაკონი შეიცავს 1 000 000 სე სტერილურ ბენზილპენიცილინის ნატრიუმის მარილს.ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
- სასუნთქი სისტემის ინფექციები (კრუპოზული და კეროვანი პნევმონია, ჩირქოვანი პლევრიტი);
- ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ტონზილიტი, ქუნთრუშა, დიფთერია);
- სეფსისი;
- სეპტიკური ენდოკარდიტი;
- ცნს-ის ინფექციები (მენინგიტი);
- თვალის ანთებითი დაავადებები (ბლენორეა);
- ინტრააბდომინალური ინფექციები (პერიტონიტი);
- შარდსასქესო სისტემის ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, გონორეა, სიფილისი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (წითელი ქარი, ინფიცირებული ჭრილობები);
- ოსტეომიელიტი;
- სანაღვლე გზების ინფექციები;
- ციმბირის წყლული.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი შეჰყავთ კუნთში, ვენაში, კანქვეშ, ენდოლუმბალურად, მუცლისა და პლევრის ღრუში. მოზრდილებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 250 000 - 600 000 სე-ს. საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს პრეპარატის ერთჯერადი დოზა შეადგენს 250 000 - 500 000 სე-ს, სადღეღამისო დოზა - 1000 000 - 2000 000 სე-ს; მძიმე ინფექციების დროს სადღეღამისო დოზაა 1 000 000 - 2 000 000 სე; აიროვანი განგრენისას - 4 000 000 - 6 000 000 სე. 1 წლამდე ასაკის ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 50 000 - 100 000 სე/კგ სხეულის მასაზე, 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში - 50 000 სე/კგ სხეულის მასაზე;
აუცილებლობის შემთხვევაში სადღწღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 000 - 300 000 სე/კგ სხეულის მასაზე, სასიცოცხლო ჩვენებებისას - 500 000 სე/კგ სხეულის მასაზე. პრეპარატი შეჰყავთ 4-6-ჯერ დღეში.
ბენზილპენიცილინის ხსნარებს ამზადებენ ექსტემპორალურად.
პრეპარატის კუნთში შეყვანისას ფლაკონის შიგთავსს უმატებენ 1-3 მლ სტერილურ საინიექციო წყალს, ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს, ან 0.5% ნოვოკაინის ხსნარს.
ვენაში ნაკადურად შეყვანისას ერთჯერად დოზას - 1 000 000 - 2 000 000 სე ხსნიან 5-10 მლ საინიექციო წყალში, ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში და შეჰყავთ ნელა 3-5 წთ-ის განმავლობაში.
ვენაში წვეთოვნად შეყვანისას (60-80 წვეთი წუთში) 2 000 000 - 5 000 000 სე ანტიბიოტიკი იხსნება 100-200 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ან 5% გლუკოზის ხსნარში. ვენაში პრეპარატი შეჰყავთ 1-2-ჯერ დღეში, ინტრამუსკულარულ ინიექციებთან შეთავსებით.
მოზრდილებში მუცლის ან პლევრის ღრუში შეჰყავთ 10 000 - 20 000 სე პრეპარატი 1 მლ-ში, ბავშვებში - 2 000 - 5 000 სე 1 მლ-ში. პრეპარატს ხსნიან საინიექციო წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარში. მკურნალობის კურსი შეადგენს 5-7 დღეს, შემდეგ გადადიან პრეპარატის კუნთში შეყვანაზე.
ენდოლუმბალურად პრეპარატი შეჰყავთ თავისა და ზურგის ტვინის, ასევე ტვინის გარსების ჩირქოვანი დაავადებების დროს. მოზრდილებში შეჰყავთ დოზით 5 000 - 10 000 სე პრეპარატი, ბავშვებში - 2 000 - 5 000 სე; შეჰყავთ ნელა 1 მლ წუთში, ერთხელ დღეში. პრეპარატი იხსნება საინიექციო წყალში ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 1 000 სე 1 მლ-ზე გაანგარიშებით. ინიექციის წინ თავ-ზურგ-ტვინის არხიდან იღებენ 5-10 მლ ზურგის ტვინის სითხეს და ამატებენ მას იგივე რაოდენობის ანტიბიოტიკის ხსნარში. ინიექციებს იმეორებენ 2-3 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც გადადიან კუნთში შეყვანაზე.
ათაშანგსა და გონორეას მკურნალობენ სპეციალური სქემებით.
დაავადების ფორმისა და სიმძიმის გათვალისწინებით პრეპარატი ინიშნება 7-10 დღიდან 2 თვემდე ან მეტი ხნის განმავლობაში (მაგ., სეფსისი, სეფტიკური ენდოკარდიტი).უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა β-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ. ბრონქული ასთმა, ჭინჭრის ციება და სხვა ალერგიული დაავადებები. ენდოლუმბალური შეყვანა უკუნაჩვენებია ეპილეფსიის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის ორსულობის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით (II ჯგუფი).
Show More
More Info
125173
Form
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად