NEWROXIME tab 500mg #10

NEWROXIME tab 500mg #10

კვიპროსი

მედოქემი
About Product
საერთაშორისო დასახელება - cefuroxime
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მეორე თაობის ცეფალოსპორინები

ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:
- სასუნთქი გზების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბაქტერიული პნევმონია, ფილტვის აბსცესი, გულმკერდის ღრუს ორგანოების ოპერაციის შემდგომი ინფექციები);
- ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები (მათ შორის სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი);
- შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მათ შორის ფურუნკულოზი, პიოდერმია, იმპეტიგო);
- გონორეა (მათ შორის მწვავე გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტი და ცერვიციტი);
- ლაიმის დაავადების მკურნალობა ადრეულ სტადიაში და დაავადების გვიანი სიმპტომების შემდგომი პროფილაქტიკა მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში ერთჯერადი დოზა საშუალოდ შეადგენს 250მგ-ს, მიღების სიხშირე 2-ჯერ დღეში.
ქვედა სასუნთქი გზების მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 500მგ 2-ჯერ დღეში. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს 250მგ 2-ჯერ დღეში.
საშარდე გზების ინფექციის დროს 125მგ 2-ჯერ დღეში, პიელონეფრიტის დროს 250მგ 2-ჯერ დღეში.
გაურთულებელი გონორეა 1გრ. ერთჯერადად
ლაიმის დაავადებისას მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლიდან 500 მგ 2-ჯერ დღეში. კურსი 20 დღე.

ბავშვებში:
ინფექციების უმრავლესობაში საშუალო დოზაა 125 მგ 2-ჯერ დღეში. მძიმე ინფექციებისას და შუა ოტიტის დროს ბავშვებში 2 წლიდან ინიშნება 250 მგ 2-ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 500 მგ. საშუალოდ მიღების კურსი შეადგენს 7 დღეს. (5-10 დღე), რეკომენდებულია პრეპარატის მიღება კვების შემდეგ.

გვერდითი მოვლენები
გულისრევა, ღებინება, დიარეა, შესაძლებელია ღვიძლის ფერმენტების აქტიურობის დროებითი მომატება, სიყვითლე, თავის ტკივილი. იშვიათად ფსევდომემბრანული კოლიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ციებ-ცხელება, ერითემა, შრატისმიერი დაავადება.
ერთეულ შემთხვევებში – ანაფილაქსია.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ჰემოლიზური ანემია, ეოზინოფილია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
ცეფუროქსიმი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პენიცილინის რიგის ანტიბიოტიკების მიმართ, რადგან არსებობს ცნობები ჯვარედინი ალერგიული რეაქციების შესახებ.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგრადი მიკროორგანიზმების (Candida, Enterococci, Clostridium difficile) გაძლიერებული ზრდა, რის გამო შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მკურნალობის შეწყვეტა.
ანტიბიოტიკების (მათ შორის ცეფუროქსიმის) მიღების ფონზე დიარეის გამოვლენა, შესაძლოა ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიმანიშნებელი იყოს.
Show More
More Info
Brand
მედოქემი
Country
კვიპროსი
Generic
cefuroxime
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page