Metronidazole tab 250mg #10

Metronidazole tab 250mg #10

ბელარუსი

ბორისოვო
About Product
საერთაშორისო დასახელება - METRONIDAZOLE.

შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 0,25გ მეტრონიდაზოლსა და დამხმარე ნივთიერებებს: კარტოფილის ან სიმინდის სახამებელს, მეთილცელულოზასა და სტეარინის მჟავას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული პრეპარატი;
აქტიურია ტრიქომონიაზის, ამებიაზის, ლამბლიოზის და ანაერობული ბაქტერიების მიმართ.

ჩვენება:
ტრიქომონადური ვაგინიტი ქალებში, ტრიქომონებით გამოწვეული ურეთრიტი მამაკაცებში;
ლამბლიოზი, ამებიაზი;
ანაერობული ინფექციები (ჭრილობით გამოწვეული ჩირქოვანი ინფექცია, სასუნთქი გზების, საშარდე გზების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები);
ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ოპერაციის შემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა;
ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
ამოქსიცილინთან ერთად გამოიყენება:
ქრონიკული გასტრიტის სამკურნალოდ;
Helicobacter pylori-ით ასოცირებული კუჭის სამკურნალოდ;
12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ .

წინააღმდეგ ჩვენება:
ორსულობის I ტრიმესტრი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, სისხლისა და ც.ნ.ს-ის მძიმე დაავადებები.

გამოყენების დროს სიფრთხილე:
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია;
ტრიქომონიაზის მკურნალობის დროს საჭიროა სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება;
რეკომენდებულია სქესობრივი პარტნიორის ერთდროული პროფილაქტიკური მკურნალობა;
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში სპირტიანი სასმელების გამოყენება ნებადართული არაა;
მკურნალობის პროცესში არასასურველი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია პრეპარატით შემდგომი მკურნალობის შესახებ.

გამოყენების წესი და დოზები:
ჭამის დროს ან მის შემდეგ.
ტრიქომონიაზი: 1ტაბ. (250მგ) 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში.
ბავშვებში: 2-5 წლის ასაკში- 1ტაბ. (250მგ) დღეღამეში, 5-10 წლის ასაკში-1,5ტაბ. (375მგ) დღეღამეში, 10 წლის ასაკის ზემოთ-2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (2-3 მიღებაზე).
ამებიაზი: მოზრდილებში 2,5-3ტაბ. (625-750მგ) 3-ჯერ დღეღამეში 8-10 დღის განმავლობაში.
ლამბლიოზი: მოზრდილებში-1ტაბ. (250მგ) 2-ჯერ დღეღამეში 10 დღის განმავლობაში;
ბავშვებში: 2-5 წლის ასაკში- 1ტაბ. (250მგ) დღეღამეში, 5-10 წლის ასაკში-1,5ტაბ. (375მგ) დღეღამეში, 10 წლის ასაკის ზემოთ-2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (2-3 მიღებაზე).
Helicobacter pylori-ით ერადიკაცია: 2ტაბ. (500მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7 დღის განმავლობასი ამოქსიცილინთან კომბინაციაში.
ანაერობული ინფექცია: მოზრდილებში-1,5ტაბ. (375მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7-10 დღის განმავლობაში; 12 წლამდე ასაკის ბავშვებში-7,5მგკგ წონაზე 3-ჯერ დღეღამეში.
პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება ოპერაციიდან პირველი დღეღამის განმავლობაში 4ტაბ. (1გ) ერთ მიღებაზე, ხოლო შემდგომში-1ტაბ. (250მგ) 3-ჯერ დღეღამეში 7 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ალკოჰოლიზმი: 2ტაბ. (500მგ) დღეღამეში (არა უმეტეს) 6 თვის განმავლობაში.
ინტრავაგინალურად: 2ტაბ. (500მგ) ღამით 10 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია გვერდითი მოვლენების სიმპტომების გაძლიერება-ატაქსია, მძიმე შემთხვევებში-პერიფერიული ნეიროპათია და ეპილეფსიური გულყრები. ჭარბი დოზირების სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმთან

გვერდითი მოვლენები:
პირის სიმშრალე;
გულისრევა;
თავის ტკივილი;
ღებინება;
ყაბზობა;
მომატებული აგზნებადობა;
დეპრესია;
უძილობა;
ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი და ა.შ.).
Show More
More Info
Brand
ბორისოვო
Country
ბელარუსი
Generic
metronidazole
Dose
250მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page