levofloxacin tablets 500mg N10

levofloxacin tablets 500mg N10

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი
About Product
დასახელება - ლევოფლოქსაცინი 500მგ #10ტ

თერაპიული ჩვენებები:
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები ნაჩვენებია მოზრდილებში შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:
- მწვავე ბაქტერიული სინუსიტი;
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია;
- კანის და რბილი ქსოვილების გართულებული ინფექციები. ზემოაღნიშნული ინფექციების დროს ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ისეთი ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რომლებიც ზოგადად რეკომენდირებულია ამ ინფექციების საწყისი მკურნალობისთვის;
- პიელონეფრიტი და საშარდე გზების გართულებული ინფექციები;
- ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტი;
- გაურთულებელი ცისტიტი;
- ინჰალაციური ანთრაქსი: ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა და მკურნალობა.

დოზა და მიღების წესი:
ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები მიიღება ერთჯერ ან ორჯერ დღეში. დოზის მიღება დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე და სიმძიმეზე, ასევე სავარაუდო გამომწვევი პათოგენის მგრძნობელობაზე ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
მიღების წესი: ლევოფლოქსაცინის ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ დამტვრევის გარეშე და საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ნაჭდევზე. ტაბლეტის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან კვების შორის შუალედში. ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების მიღება შეიძლება რკინის მარილების, თუთიის მარილების, მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანაციტებთან ან დიდანოზინთან (მხოლოდ დიდანოზინის ფორმულირება ალუმინის ან მაგნიუმის შემცველი ბუფერული ნივთიერებები) და სუკრალფატთან ორი საათით ადრე ან შემდეგ, რადგან შეიძლება შემცირდეს შეწოვა.
უკუჩვენება:

ლევოფლოქსაცინის ტაბლეტების გამოიყენება არ შეიძლება:

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ეპილეფსიის მქონე პაციენტებში;
პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მყესების დარღვევა ფტორქინოლონის მიღებასთან დაკავშირებული;
ბავშვებში და მოზარდებში;
ორსულობის დროს;
მეძუძურ ქალებში.
Show More
More Info
Brand
დრაგ ინტერნაციონალი
Country
ბანგლადეში
Generic
levofloxacin
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page