Groprinosin susp #1

Groprinosin susp #1

რუმინეთი

გედეონ რიხტერი
About Product
შემადგენლობა: ინოზინ პრანობექსი 250,00მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი Е218, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი Е216, ნატრიუმის საქარინატი, საქაროზა, გლიცეროლი Е422, ეთანოლი 96%, ჟოლოს არომატიზატორი L-144739 (კომპონენტები: შაქარი, პროპილენგლიკოლი, ეთანოლი, არომატიზატორი), გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა:
ჟოლოს სუნისა და გემოს მქონე გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული საშუალებები.
ჩვენებები
გროპრინოსინი® სიროფი, 250მგ/5მლ გამოიყენება 2 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში შემდეგი ჩვენებების დროს:
- გრიპისა და სასუნთქი ორგანოების სხვა ვირუსული ინფექციების მკურნალობა (მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები);
- ჰერპესული ინფექციები, გამოწვეული მარტივი ჰერპესით (Herpes simplex, I ტიპის, ტუჩების, სახისა და ლორწოვანი გარსის ჰერპესი; II ტიპის, გენიტალური ჰერპესი და სხვა ლოკალიზაციის ჰერპესი, ასევე, ჰერპესული კერატიტი, ანუ თვალის რქოვანას ან შემაერთებელი გარსის ანთება, Vარიცელლა ზოსტერ ვირუსით გამოწვეული დაავადებები (წითელის ქარის ვირუსი და სარტყლისებური ლიქენი), და ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული ინფექციური მონონუკლეოზი;
- ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული ინფექციები: გენიტალური წანაზარდები (წვეტიანი კონდილომები) მამაკაცებსა და ქალებში, ხორხის/მბგერავი იოგების (ფიბროზული ტიპის) პაპილომები;
- მძიმედ მიმდინარე წითელა;
- ციტომეგალოვირუსული ინფექცია;
- კონტაგიოზური მოლუსკი (ვირუსული ინფექციით გამოწვეული კანის შემოფარგლული დაზიანება).
6 წელზე უფროსი ასაკის (სხეულის მასა 20კგ) პაციენტებისთვის უმჯობესია გროპრინოსინის® ტაბლეტების დანიშვნა.

გამოყენების მეთოდი და დოზები
გამოყენების მეთოდი
მხოლოდ შიგნით მისაღებად.
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია პაციენტის მასაზე და დაავადების სიმძიმეზე. სადღეღამისო დოზა იყოფა რამდენიმე ნაწილად, რომელიც უნდა იქნას მიღებული დროის ერთნაირი ინტერვალებით დღის განმავლობაში.

დოზები
მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ, შეადგენს 5-14 დღეს. პრეპარატის მიღება საჭიროა დაავადების სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 1-2 დღე.

სწორი დოზირებისთვის საჭიროა გამოიყენოთ თანდართული მზომი ჭიქა.

მოზრდილები და ხანდაზმულები
რეკომენდებული სადღეღამისო დოზაა სხეულის მასის 50მგ/კგ (სხეულის მასის 1მგ/კგ), საერთოდ-3გ/დღე-ღამეში (ანუ 60მლ სიროფი დღეში); მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4გ 3-4 მიღებაზე (როგორც წესი, 20მლ 3-4-ჯერ დღეში, ანუ ერთი 20 მლ მოცულობის დოზირებული ჭიქა 3-4-ჯერ დღეში). გროპრინოსინის® 1 მლ შეიცავს 50მგ ინოზინის პრანობექსს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4გ-ს.
უკუჩვენებები
- მოქმედი ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
- პოდაგრის შეტევა.
- სისხლის შრატში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.
- შარდ-კენჭოვანი დაავადება/
- არითმიები.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ნაყოფის განვითარებასთან და ფერტილობასთან დაკავშირებით, კონტროლირებადი კლინიკური კვლევები ჩატარებული არ არის.
არ არის რეკომენდებული გროპრინოსინი® სიროფის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ვინაიდან მისი უსაფრთხოება გამოკვლეული არ არის.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
რუმინეთი
Generic
Inosine
Dose
250მგ/5მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page