About Product
დასახელება - ფლუზამედი 150მგ #1კაფს
ჩვენებები: ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ და ინიშნება შემდეგი ინფექციების დროს: პირის ღრუსა და ხახის კანდიდოზური სტომატიტი და რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია); ფილტვების, საშარდე სისტემისა და კანის კანდიდოზური ინფექციები; პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები, რომლებიც დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან. ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების რეციდივების პრევენციისათვის. ფლუზამედი ასევე ინიშნება შემდეგი სოკოვანი ინფექციებისას: კანის ინფექციები, მაგალითად, ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები, ფრჩხილების მიკოზები; კანდიდათი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგალითად, სისხლის (კანდიდემია), საშარდე გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები; ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი დაქვეითებული იმუნური სტატუსის მქონე პაციენტების სოკოვანი ინფექციები; შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, გამოწვეული კრიპტოკოკით, მაგალითად, კრიპტოკოკური მენინგიტი ან სხვა ლოკალიზაციის ინფექციები, კერძოდ, ფილტვებისა და კანის;
ფლუზამედი გამოიყენება სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციების, კერძოდ, მწვავე და ქრონიკული მორეციდივე ვაგინალური კანდიდოზის სამკურნალოდ.
ფლუზამედი გამოიყენება სოკოვანი ინფექციების რეციდივების პროფილაქტიკისათვის (თუ იმუნური სისტემის ფუნქცია დარღვეულია).
ფლუზამედი ასევე განკუთვნილია იშვიათი სოკოვანი ინფექციების, კერძოდ, კოკციდიომიკოზების, პარაკოკციდიომიკოზების, სპოროტრიქოზებისა და ჰისტოპლაზმოზების სამკურნალოდ.
უკუჩვენებები: ფლუზამედი უკუნაჩვენებია ფლუკონაზოლის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
უსაფრთხოების ზომები: ორსულებში ფლუკონაზოლის გამოყენების შესახებ მონაცემები მცირეა, ამიტომ ამ ავადმყოფებში უსაფრთხოების დონე დადგენილი არაა. ფლუზამედის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის, ვინაიდან ფლუკონაზოლი მაღალი კონცენტრაციით სეკრეტირდება რძეში.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: ფლუზამედის კაფსულები განკუთვნილია მხოლოდ per os მიღებისათვის. ფლუზამედის გამოყენება შეიძლება, როგორც ჭამის დროს, ასევე, საკვების მიღებათა შორის ინტერვალებში.
მოზრდილებში _
პირისა და ხახის ლორწოვანი გარსის კანდიდოზი – 50-100 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 7-14 დღისა და მეტი ხნის განმავლობაში.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები კბილის პროთეზის მომხმარებელ ავადმყოფებში – 50 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 14 დღის განმავლობაში (პროთეზის დეზინფექციასთან ერთად).
საყლაპავის, ფილტვების, საშარდე სისტემის კანდიდოზური ინფექციები და ასევე, კანისა და ლორწოვანების კანდიდოზები - 50-100 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 14-30 დღის განმავლობაში.
პირის ღრუსა და ხახის მორეციდივე კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა შიდსით დაავადებულებში – 150 მგ კვირაში ერთჯერ.
სასქესო ორგანოების მწვავე კანდიდოზური ინფექციების მკურნალობა – 150 მგ ერთხელ კვირაში.
მორეციდივე (3 და მეტჯერ წელიწადში) ვაგინალური კანდიდოზის პროფილაქტიკა – 150 მგ ერთხელ თვეში 4-12 თვის ან საჭიროების შემთხვევაში, მეტი ხნის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება: ძალიან დიდი რაოდენობით ფლუზამედის ერთჯერადმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მდგომარეობის გაუარესება. დაუყოვნებლივ მიმარჟთეთ ექიმს ან უახლოეს სამკურნალო დაწესებულებას.
შენახვის პირობები: ინახება 30რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
160258
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.