About Product
საერთაშორისო დასახელება - Azithromycinum+Secnidazolum+Fluconazolum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფი
შემადგენლობა:
ერთი კომბინირებული ნაკრები შეიცავს:
150 მგ ფლუკონაზოლის ტაბლეტს USP (1 ტაბლეტი)
ერთი შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ფლუკონაზოლს USP – 150 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები -Q.S.
საღებავი: რკინის წითელი ოქსიდი.
1 გ აზითრომიცინის ტაბლეტს USP (1 ტაბლეტი)
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს:
აზითრომიცინს USP (დიჰიდრატის საქმით) – 1 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები -Q.S.
საღებავი: ტიტანის დიოქსიდი BP.
1 გ სეკნიდაზოლის ტაბლეტს (2 ტაბლეტი)
აპკიანი გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს:
სეკრედიზაოლს - 1 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები -Q.S.
საღებავი: რკინის ყვითელი ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი BP.
ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.
ჩვენებები:
ფასტრიმ კიტი გამოიყენება შემდეგი დაავადებებების დროს:
შერეული ვაგინური ინფექციები ან ემპირიული მკურნალობა შერეულ ვაგინურ ინფექციებზე ეჭვის არსებობისას, მათ შორის ვულვოვაგინიტი, ბაქტერიული ვაგინოზი და ტრიქომონიაზი; იგი ასევე გამოიყენება მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადების დროს.
ვაგინური კანდიდოზი.
Chlamydia-ს და Neisseria-ს მიერ გამოწვეული ინფექციები.
უკუჩვენებები:
ფასტრიმ კიტი შეიცავს სამ სამკურნალო საშუალებას - აზითრომიცინს, სეკნიდაზოლს და ფლუკონაზოლს. მათ არ ახასიათებს ურთიერთქმედება ერთდროული მიღებისას. ფასტრიმ კიტი უკუნაჩვენებია მომატებული მგრძნობელობის მიმართ ნაკრებში შემავალი რომელიმე კომპონენტის, ნიტროიმიდაზოლების ან მაკროლიდების მიმართ. ფლუკონაზოლის (ფასტრიმ კიტის) ერთდროული გამოყენება ტერფინადინთან ან ციზაპრიდთან უკუნაჩვენებია.
გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქად გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა: დიარეა, გულისრევა, თავის ტკივილი, გემოს შეგრძნების დარღვევა, მუცლის ტკივილი. 150 მგ ფლუკონაზოლის ერთჯერადი მიღებისას შეიძლება ღინიშნებოდეს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის თავის ტკივილი, გულისრევა, მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, თავბრუხვევა და გემოს შეგრძნების დარღვევა. ფლუკონაზოლით გამოწვეული სხვა იშვიათი გვერდითი მოვლენებია: ღებინება, კრუნჩხვები, გულის გამტარობის დარღვევა, კანის დაზიანება, ჰემაპოეზის დარღვევები, ელექტროლიტური და ლიპიდური ცვლილებები.
აზითრომიცინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, მათ შორის, გულისრევა, ღებინება, დიარეა და მუცლის ტკივილი.
აზითრომიცინით გამოწვეული სხვა უარყოფითი რეაქციებია დაღლილობა, ასთენია, პარესთეზიები, ჰიპერმგრძნობელობა და გამონაყარი კანზე. ქოლესტაზური სიყვითლე, გაძლიერებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში, არითმიები. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: Candida Albicans-ის მიერ გამოწვეული ინფექციები, ვაგინიტი, ნეფრიტი და თირკმლის მწვავე უკმარისობა. ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ვერტიგო, ძილიანობა, ჰიპერაქტივობა, ნევროზულობა, აგიტაცია, სინკოპე, აგრესიული ქცევები, შფოთვა, სმენის და გემოს შეგრძნების დარღვევები. აზითრომიცინმა სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მსგავსად შეიძლება გამოიწვიოს ფსევდომემბრანოზული კოლიტი.
სეკრედიზაოლმა შეიძლება გამოიწვიოს საშუალო ხარისხის გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის მხრივ, ასევე თავბრუხვევა.
იშვიათად, ფასტრიმ კიტის ინგრედიენტებზე შეიძლება განვითარდეს ანგიონევროზული შეშუპება და ანგითემია და ანაფილაქსიური რეაქციები.
დოზირება და მიღების წესი
ფასტრიმ კიტი რეკომენდებულია წყვილში ორივე პარტნიორისათვის (ქალისა და მამაკაცისათვის).
1 ტაბლეტი ფლუკონაზოლი 150 მგ მიიღება საუზმის შემდეგ.
1 ტაბლეტი აზიტრომიცინი 1 გ მიიღება სადილამდე 1 სთ-ით ადრე.
2 ტაბლეტი სეკნიდაზოლი 1 გ მიიღება ჭამის შედეგ.
რეკომენდებულია ორივე პარტნიორის ერთდროულად მკურნალობა.
Show More
More Info
125733
Generic
azithromycin+secnidazol+fluconazol