კლინიკურ–ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტუბერკულოზის საწინააღმდეგო პრეპარატი, რომელიც ახდენს შერჩევით მოქმედებას ტუბერკულოზის მიკობაქტერიებზე, არღვევს მათში ლიპიდურ და ნუკლეინურ ცვლას, აფერხებს ტუბერკულოზის გამომწვევის ზრდასა და გამრავლებას.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბლეტი შეიცავს 100 მგ ან 200 მგ ან 400 მგ ეთამბუტოლის ჰიდროქლორიდს 100% მშრალ ნივთიერებაზე გადანგარიშებით. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი დიჰიდრატი, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ჩვენებები: ფილტვისმიერი და არაფილტვისმიერი ტუბერკულოზი (მხოლოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში); მგრძნობიარე ატიპური მიკობაქტერიებით გამოწვეული ინფექციები. მიღების წესი და დოზები: რეგულარულ რეჟიმში ინიშნება 25მგ/კგ დღე-ღამეში 1-ჯერ ან ინტერმიტირებულ რეჟიმში – 20-40მგ/კგ კვირაში 3-ჯერ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2,5 გ-ს. ტუბერკულოზის მიმდინარეობის სტაბილიზაციისას ინიშნება 15 მგ/კგ მკურნალობის მთელ პერიოდში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
ეთამბუტოლის მიღება ჭამის შემდეგ აუმჯობესებს მის ამტანობას. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტუბერკულოზის ფორმაზე და შეადგენს 6-დან 12 თვემდე პერიოდს. 13 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში ეთამბუტოლი ინიშნება პერორალურად დოზით 20-25 მგ/კგ დღე-ღამეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებში არის 1,0 გ.
უკუჩვენებები: * პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა;
* მხედველობის ნერვის ნევრიტი;
* დიაბეტური რეტინოპათია;
* თვალის ანთებითი დაავადებები;
* თირკმლების ფუნქციის მძიმე დაზიანებები;
* ორსულობა, ლაქტაცია;
* 13 წლამდე ბავშვთა ასაკი.
შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას არაუმტეს 25რC-ზე.