Erythromycin tab 250mg #50

Erythromycin tab 250mg #50

ბანგლადეში

დრაგ ინტერნაციონალი
About Product
ერითრომიცინი-250

შემადგენლობა:
თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ერითრომიცინის სტეარატი BP ექვივალენტური 250 მგ ერითრომიცინის.
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელი გლიკოლატი, პოლივინილ პიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, შემომგარსავი ნივთიერებები: Sheff Coat PVA (პოლივინილის სპირტი, ლეციტინი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი).

თერაპიული ჩვენებები
ერითრომიცინისადმი მგრძნობიარე ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
ანტიბიოტიკი, ეფექტურია მრავალი კლინიკური ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა:
1) ზედა სასუნთქი გზების ინფექციები: ლარინგიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, მეორადი ინფექციები გაციებისა და გრიპის დროს, ტონზილიტი, პერიტონზილარული აბსცესი.
2) ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ტრაქეიტი, პნევმონია (წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პირველადი ატიპიური პნევმონია), ბრონქოექტაზია, ლეგიონერის დაავადება.
3) თვალის ინფექციები: ბლეფარიტი
4) ყურის ინფექციები: შუა და გარეთა ყურის ანთება, მასტოიდიტი.
5) პირის ღრუს ინფექციები: გინგივიტი, ანგინა.
6) კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულები და კარბუნკულები, აბსცესები, პუსტულური აკნე, პარონიქია, იმპეტიგო, ცელულიტი, წითელი ქარი.
7) კუჭ-ნაწლავის ინფექციები: სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი, ქოლეცისტიტი.
8) სხვა ინფექციები: გონორეა, სიფილისი, ურეთრიტი, ოსტეომიელიტი, ვენერიული ლიმფოგრანულომა, დიფტერია, პროსტატიტი, ქუნთრუშა.
9) პროფილაქტიკა: პრე- და პოსტოპერაციული, დამწვრობა, ტრავმა, რევმატული ცხელება.
შენიშვნა: ერითრომიცინს ასევე აქვს მნიშვნელობა ენდოკარდიტისა და სეპტიცემიის დროს, მაგრამ ამ პირობებში მიზანშეწონილია ერითრომიცინ ლაქტობიონატის საწყისი შეყვანა ინტრავენური გზით.

დოზირება და მიღების წესი.
მოზრდილები და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
250 – 500 მგ ყოველ 6 საათში ან 0,5 – 1 გ ყოველ 12 საათში, 4 გ-მდე დღეში მძიმე ინფექციების დროს.
მოზრდილებში ან ბავშვებში სასურველია დღეში ორჯერ მიღება, მთლიანი დღიური დოზის ნახევარი შეიძლება მიეცეს ყოველ 12 საათში ერთხელ, ჭამამდე ერთი საათით ადრე.

შენიშვნა: უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის, მცირეწლოვანებისთვის და ჩვილებისთვის
ჩვეულებრივ რეკომენდებულია ერითრომიცინის სუსპენზია. რეკომენდებული დოზა 2-8 წლის ბავშვებისთვის, მსუბუქი და ზომიერი ინფექციების დროს, არის 1 გ დღეში გაყოფილი დოზებით. რეკომენდებული დოზა მცირეწლოვანებისთვის და ჩვილებისთვის, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციებისთვის, არის 500 მგ დღეში გაყოფილი დოზებით. მძიმე ინფექციების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაორმაგდეს.

ხანდაზმულები:
განსაკუთრებული დოზის რეკომენდაციები არ არის.

გამოყენების მეთოდი:
პერორალური მიღებისთვის.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ადეკვატური რაოდენობის სითხის მიყოლებით (მინიმუმ 100 მლ წყალი) და უნდა იქნას მიღებული ვერტიკალურ მდგომარეობაში. ტაბლეტები არ უნდა დაქუცმაცდეს ან დაიღეჭოს.

შენახვა:
შეინახეთ 30 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისა და ტენიანობისგან.
შეინახეთ ყველა მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას
Show More
More Info
Brand
დრაგ ინტერნაციონალი
Country
ბანგლადეში
Generic
erythromycin
Dose
250მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page