Erithromicin tab 500mg #20

Erithromicin tab 500mg #20

ინდოეთი

მაგბრო
About Product
შემადგენლობა: თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ ერითრომიცინი. 500 მგ ერითრომიცინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები.

ჩვენებები: ერითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ტონზილიტი, პერიტონზილარული აბსცესი, ფარინგიტი, ლარინგიტი, სინუსიტი, განმეორებითი ინფექცია გრიპის დროს. გაციება. ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: ტრაქეიტი, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია (წილობრივი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პირველადი ატიპური პნევმონია), ბრონქოექტაზია, ლეგიონერის დაავადება. ყურის ინფექციები: ოტიტი მედია და ოტიტი ექსტერნა, მასტოიდიტი. თვალის ინფექციები: ბლეფარიტი. პირის ღრუს ან კბილის ინფექციები: ღრძილების ანთება, ვინცენტის ანგინა. კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციები: ძირმაგარა და ციმბირის წყლული, პარონიქია, აბსცესები, პუსტულარული აკნე, იმპეტიგო, ცელულიტი, ერისეპელასი. კუჭ-ნაწლავის ინფექციები: ქოლეცისტიტი, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი. პროფილაქტიკა: წინა და პოსტ ოპერაციული ტრავმა, რევმატული ციება. სხვა ინფექციები: ოსტეომიელიტი, ურეთრიტი, გონორეა, სიფილისი, ლიმფოგრანულომა ვენერიუმი, დიფტერია, პროსტატიტი, ქუნთრუშა.

დოზირება და მიღების წესი: მოწოდებულია შიგნით მისაღებად. მოზრდილებსა და ბავშვებში 8 წლის ზემოთ: სუსტიდან საშუალო სიმწვავის ინფექციების შემთხვევაში 2 გ დღეში შესაბამის დოზებში. 4 გრამამდე დღეში მწვავე ინფექციების დროს. ბავშვებში: ასაკი, წონა და ინფექციის სიმწვავე მნიშვნელოვანი ფაქტორებია სწორი დოზის შერჩევისათვის. შედარებით მცირეწლოვან ბავშვებში, ჩვილებსა და ახალშობილებში რეკომენდირებულია ერითრომიცინ ეთილსუკცინატის სუსპენზიის მიღებაა. რეკომენდირებული დოზა 2-8 წლის ბავშვებისათვის, სუსტიდან საშუალო სიმძიმის ინფექციების შემთხვევაში არის 1 გრამი დღეში დაყოფილი შესაბამის დოზებად. რეკომენდირებული დოზა ჩვილთა და ახალშობილთა შემთხვევაში სუსტიდან საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს არის 500 მგ დღეში დაყოფილი შესაბამის დოზებად. მწვავე ინფექციების დროს დოზა შეიძლება გაორმაგდეს. მოზრდილებში: კონკრეტული დოზა არ არის რეკომენდირებული.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ერითრომიცინის მიმართ. ერითრომიცინის მიღება დაუშვებელია პაციენტებში, რომლებიც იღებენ სიმვასტატინს, ტოლტეროდინს, მიზოლასტინს, ამისულპრიდს, ასტემიზოლს, ტერფინადინს, დომპერიდონს, ციზაპრიდს ან პიმოზიდს. დაუშვებელია მიღება ერგოტამინისა და დიჰიდროერგოტამინთან ერთად.
ორსულობა და ლაქტაცია: სიფრთხილით ინიშნება ორსულებსა და მეძუძურებში.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე, გრილ, მზის სხივებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
მაგბრო
Country
ინდოეთი
Generic
erythromycin
Dose
500მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page