Bimaks susp 100mg/5ml 50ml #1

Bimaks susp 100mg/5ml 50ml #1

თურქეთი

ფარმავიჟენ სანაი
About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): cefixime
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები) → ცეფალოსპორინები → მესამე თაობის ცეფალოსპორინები
მწარმოებელი კომპანია: PharmaVision
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
გამოშვების ფორმა: 400მგ შემოგარსული ტაბლეტი №5
გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)


ათქ კლასიფიკაციის კოდი

J01DD08


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5 ც.

1 ტაბ.

ცეფიქსიმი................................400 მგ

საღებავი ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი.

სუსპენზია: ფლაკონში 50 მლ

5 მლ

ცეფიქსიმი...................................100 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ბენზოატი კონსერვანტის სახით, ჟოლოს ესენცია არომატიზატორის სახით და შაქარი დამატკბობლის სახით.


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

მესამე გენერაციის ცეფალოსპორინი.ჩვენებები

ცეფიქსიმი ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ:

რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, სინუსიტი, მწვავე პნევმონია, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი.

საშარდე ტრაქტის ინფექციები: მწვავე ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.

ცეფიქსიმი ეფექტურია შემდეგი ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ: შტრეპტოცოცცუს პნეუმონია, შტრეპტოცოცცუს პყოგენეს, E. ცოლი, P. მირაბილის, H. ინფლუენზაე (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), B. ცატარრჰალის (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი).

ცეფიქსიმს გააჩნია ბეტა-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობის მაღალი ხარისხი.


დოზირების რეჟიმი

ბიმაქსი არის პერორალური ანტიბიოტიკი და ცეფიქსიმის აბსორბციის სიჩქარეზე საკვები გავლენას არ ახდენს.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: ჩვეულებრივი დოზა შეადგენს დღეში 400 მგ-ს, რომელიც მიიღება ერთჯერადი დოზის სახით ან 200 მგ ყოველ 12 საათში.

საშარდე ტრაქტის გაურთულებელი ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება 200 მგ დოზა.

დოზირება ხანდაზმულ პაციენტებში: გამოიყენება მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია.

დოზირება ბავშვებში: 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული დოზა არის 8 მგ/კგ/დღეში, რომელიც მიიღება ერთჯერადი ყოველდღიური დოზის სახით და ორ დოზად დაყოფილი, ყოველ 12 საათში.

ბავშვებში 2 წლის ასაკიდან რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:

2-4 წელი: 5 მლ/დღეში;

5-8 წელი: 10 მლ/დღეში;

9-12 წელი: 15 მლ/დღეში.

50 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში ან ბავშვებში 12 წლიდან, რეკომენდებულია მოზრდილებში გამოსაყენებელი დოზა. 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ცეფიქსიმის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.

ფხვნილის გახსნის წესები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად

ბოთლი რამდენჯერმე უნდა შეინჯღრეს ფხვნილის გასაშლელად. ბოთლი ნახევრად უნდა შეივსოს ანადუღარი და გაგრილებული წყლით და შემდეგ ძლიერად შეინჯრღეს. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ მიიღება ერთგვაროვანი მასა. ბოთლი მასზე არსებულ ნიშნამდე წყლით უნდა შეივსოს (50 მლ) და ხელახლა კარგად შეინჯღრეს.

ბოთლი გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს.

დოზირება თირკმლის უკმარისობისას: ბიმაქსის ტაბლეტების მიღება შეიძლება თირკმლის უკმარისობისას. ჩვეულებრივი დოზირების რეჟიმი გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსია 60 მლ/წთ ან მეტი.

21 და 60 მლ-ს შორის კლირენსისას მიიღება სტანდარტული დოზის 75% სტანდარტული ინტერვალით. პაციენტებში, რომლებშიც კლირენსი არის

პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობა ორგანიზმიდან არ გამოიდევნება არც ჰემოდიალიზით და არც პერიტონული დიალიზით.უკუჩვენებები

ცეფიქსიმი უკუნაჩვენებია ანტიბიოტიკების ცეფალოსპორინების ჯგუფის მიმართ დადგენილი ალერგიისას.


ორსულობა და ლაქტაცია

B კატეგორიის პრეპარატი. ცხოველებში ჩატარებული გამოკვლევებისას ცეფიქსიმის მაღალი დოზის გამოყენებისას არ აღინიშნა ტერატოგენული ეფექტები. არ არსებობს ადექვატური და კონტროლირებული გამოკვლევები და ამიტომ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ცეფიქსიმი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მკაფიოდ ნაჩვენებია.შენახვის პირობები და ვადა

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30ძC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ფარმავიჟენ სანაი
Country
თურქეთი
Generic
cefixime
Dose
100მგ/5მლ
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
50მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page