Azithromycin BENE Pharm caps 500mg #3
Azithromycin BENE Pharm caps 500mg #3

Azithromycin BENE Pharm caps 500mg #3

რუმინეთი

რომფარმ კომპანი
About Product
საერთაშორისო დასახელება- აზიტრომიცინი / Azitromycin

შემადგენლობა :
თითო კაფსულა შეიცავს 250 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის ექვივალენტურ აზიტრომიცინს.

ჩვენებები:
აზითრომიცინი ნაჩვენებია საეჭვო ორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს: ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ბრონქიტის და პნევმონიის, ასევე კანის და რბილი ქსოვილის ინფექციების დროს. სქესობრივად გადამდები დაავადებების შემთხვევაში ქალებსა და მამაკაცებში აზიტრომიცინი გამოიყენება Chlamidia trachomatis- ით გამოწვეული სქესობრივი ინფექციების იოლი ფორმების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები:
აზითრომიცინის კაფსულები მიიღება კვებამდე 1 სთ-ით ადრე ან კვებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
პერორალური სუსპენზიის მიღება შესაძლებელია კვების დროს.
Chlamidia trachomatis მოზრდილებში: 1 გ ერთჯერადი დოზა.
სხვა ჩვენებების დროს: 500 მგ დღეში ერთხელ 3 დღე.
ბავშვებში: 10მგ/კგ ერთხელ დღიური დოზა 3 დღე
15 კგ-მდე: დაადგინეთ დოზა რაც შეიძლება ზუსტად.
15-25 კგ: 200 მგ (5 მლ) დღეში ერთჯერ 3 დღე.
26-35 კგ: 300 მგ(7.5 მლ) დღეში ერთხელ 3 დღე.
36-45 კგ: 400მგ (10მლ) დღეში ერთხელ 3 დღე.
>45 კგ: დოზა იგივე რაც მოზრდილებში
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა:
დოზის კორექტირება არ არის საჭირო იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა.
პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის უკმარისობა:
აზითრომიცინი არ გამოიყენება პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის დაავადებები.

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ღებინება, დისკომფორტი მუცლის არეში, ფაღარათი ( და ანტიბიოტიკით გამოწვეული კოლიტი), ურტიკარია, გამონაყარი და სხვა ალერგიული რეაქციები(იშვიათად ანაფილაქსია) სმენის შექცევითი დაქვეითება დიდი დოზების მიღებისას, ქოლესტატური სიყვითლე, ზეგავლენა გულზე (ტკივილი მკერდის არეში და არითმია), მიასთენიის მსგავსი სინდრომი, მულტიფორმული ერითემა(სტივენ ჯონსონის სინდრომი), ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი

უკუჩვენება:
აზითრომიცინი უკუნაჩვენებია იმ პირებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აზითრომიცინის ან ნებისმიერი მაკროლიდური ანტიბიოტიკის მიმართ. რადგან თეორიულად შესაძლებელია ერგოტიზმის განვითარება აზითრომიცინი და ჭვავის რქით წარმოებული პრეპარატების ერთობლივად გამოყენება დაუშვებელია. დაფიქსირებულია იშვიათი სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია (იშვიათად ფატალური). სხვა მაკროლიდებთან ერთად გამოყენებისას გამოვლინდა გულის რეპოლარიზაცის ფაზის და QT ინტერვალის გახანგრძლივება, რაც იწვევს გულის არითმიის და პარკუჭების ციმციმის განვითარების რისკს. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს არასაეჭვო ორგანიზმებით განმეორებით დასენიანება.

ორსულობა და ლაქტაცია-
აზითრომიცინის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში იმ შემთხვევაში თუ სათანადო ალტერნატივა არ არსებობს.

შენახვის პირობები და ვადები:
ტაბლეტები და კაფსულები: ინახება მშრალ ადგილზე არაუმეტეს 30oC ტემპერატურაზე. ფხვნილი პერორალური სუსპენზიისათვის: ინახება მშრალ ადგილზე არაუმეტეს 25 oC ტემპერატურაზე.
გახსნილი პერორალური სუსპენზია: ინახება 2 oC - 8 oC ტემპერატურაზე და გამოიყენება 5 დღის განმავლობაში.
ვარგისობის ვადა: 36 თვე
Show More
More Info
Brand
რომფარმ კომპანი
Country
რუმინეთი
Generic
azithromycin
Dose
500მგ
Form
კაფსულა
Quantity
3
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page