Augmentin BID 228mg/5ml 70ml susp #1 /TR/
Augmentin BID 228mg/5ml 70ml susp #1 /TR/

Augmentin BID 228mg/5ml 70ml susp #1 /TR/

თურქეთი

ბილიმი
About Product
დასახელება - აუგმენტინი 228მგ/5მლ 70მლ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

ფხვნილი სიროფის მოსამზადებლად 200 მგ. + 28.5 მგ: ფლ. 70 მლ

ჩვენებები:

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები გამოწვეული პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, წილოვანი პნევმონია, ბრონქოპნევმონია, პლევრის ემპიემა, ფილტვის აბსცესი;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები - აბსცესი, ცელულიტი, ჭრილობის ინფექცია;
- საშარდ-სასქესო სისტემის ინფექციები - ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი, სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, პელვიოპერიტონიტი, გონორეა;
- ოსტეომიელიტი;
- სეფსისი;
- ინტრააბდომინური აბსცესი;
- პერიტონიტი;
- პოსტოპერაციული ინფექციები.
ინტრავენური აუგმენტინი აგრეთვე გამოიყენება ძირითადი ქირურგიული პროცედურების _ გასტროინტესტინური, მცირე მენჯის ღრუს, თავისა და კისრის მიდამოს, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის, სანაღვლე გზების და სახსრების რეკონსტრუქციის _ პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზები:

დგინდება ინდივიდუალურად ინფექციური პროცესის სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციისა და გამომწვევის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით. მოზრდილებსა და ბავშვებს 12 წლის ზევით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ენიშნებათ 625 მგ აუგმენტინის 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. მძიმე ინფექციების დროს ინიშნება 1 გ აუგმენტინის ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში. აგრეთვე შესაძლებელია 1.2 გ აუგმენტინის ინტრავენური ინექცია ყოველ 8 სთ-ში. უფრო მძიმე ინფექციების შემთხვევაში _ 1.2 გ ყოველ 6 სთ-ში. ინტრავენური ინექციის დროს მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 1.2 გ-ს, ხოლო მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 7.2 გ-ს.
12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სიროფის სახით.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა:
- 25/3.6 მგ/კგ/დღეში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მაგ. რეციდიული ტონზილიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები);
- 45/6.4 მგ/კგ/დღეში მძიმე ინფექციების დროს (ზედა სასუნთქი გზების ინფექციები მაგ., შუა ოტიტი და სინუსიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები _ მაგ., ბრონქოპნევმონია, და საშარდე სისტემის ინფექციები).
დოზირება ბავშვებისათვის ბავშვები 2 წელზე უფროსი ასაკის _ 25/3.6 მგ/კგ/დღეში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს:
- 2-6 წელი (13-21კგ) 5.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 228 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში ან 2.5 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში;
- 7-12 წელი (22-40კგ) 10.0 მლ აუგმენტინის სიროფი 228 მგ/5 მლ 2-ჯერ დღეში ან 5.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში.
ბავშვები 2 წელზე უფროსი ასაკის _ 45/6.4 მგ/კგ/დღეში მძიმე ინფექციების დროს: - 2-6 წელი (13-21კგ) 10.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 228 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში ან 5.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში;
- 7-12 წელი 10.0 მლ აუგმენტინის სიროფი, 457 მგ/5 მლ, 2-ჯერ დღეში.

უკუჩვენება:
პენიცილინების, ცეფალოსპორინების, სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ბილიმი
Country
თურქეთი
Generic
amoxicillin+clavulanic acid
Dose
228.5მგ/5მლ
Form
ფხვნილი ორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
70მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page