Aprid tab 750mg #10

Aprid tab 750mg #10

თურქეთი

ნობელ ფარმსანოატი
About Product
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბიოტიკები (პენიცილინების ჯგუფი).

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბაქტერიული საშუალება. წარმოადგენს ამპიცილინისა (ნახევრად სინთეზური პენიცილინი) და სულბაქტამის (ბეტა-ლაქტამაზების ინჰიბიტორები) ორმაგ ეთერს. მოქმედებს ბაქტერიციდულად, თრგუნვას რა ბაქტერიების უჯრედული კედლის სინთეზს. სულტამიცილინი აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus spp., Streptococcus spp. (მათ შორის Enterococcus); აერობული სპორების არწარმომქნელი ბაქტერიები; Listeria monocytogenes. პრეპარატი ასევე აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: აერობული – Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Escherichia coli, Shigella spp., Salmonella spp., Bordetella pertussia, Haemophilus influenzae-ს ბაქტერიების ზოგიერთი შტამი, მათ შორის ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი.ჩვენებები:
მიკროორგანიზმების მგრძნობიარე შტამებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა:
- კანის ინფექციები;
- ლორ-ორგანოების ინფექციები;
- გინეკოლოგიური ინფექციები;
- სასუნთქი გზების ინფექციები;
- შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციები;
- ჩირქოვან-ქირურგიული ინფექციები (აბსცესები, ფლეგმონები, ოსტეომიელიტები და სხვ.);
- ბაქტერიული სეპტიცემია, ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
- გონოკოკური ინფექცია;
- ინფექციის პოსტოპერაციული პროფილაქტიკა.
ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების გარდა, ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები ასევე ექვემდებარებიან პრეპარატით მკურნალობას, მის შემადგენლობაში ამპიცილინის შემცველობის გამო. ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, და პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე ბეტა-ლაქტამაზების წარმომქმნელი მიკროორგანიზმებით გამოწვეული შერეული ინფექციები არ საჭიროებენ სხვა ანტიბიოტიკის დანიშვნას.

გამოყენების მეთოდი და დოზირება:
უფროსებისათვის და ბავშვებისათვის 30 კგ-ზე მეტი სხეულის წონით დღიური დოზა შეადგენს 375-750 მგ-ს, ბავშვებისათვის 30 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით – 25-50 მგ/კგ (ინფექციის სიმძიმის მიხედვით). დღიური დოზა იყოფა ორად. მკურნალობის კურსი 5-14 დღეა. გაურთულებული გონორეის მკურნალობის დროს პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად დოზით 2,25 გრ (პრობენეციდთან კომბინაციაში).

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ფაღარათი, ქავილი, გამონაყარი და კანის რეაქციები; იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, კოლიკები, ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი, სუპერინფექციის განვითარება (მათ შორის სოკოვანი). აღწერილია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევები.უკუჩვენებები:
პენიცილინების რიგის პრეპარატების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. ორსულობა, ძუძუთი კვება (პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის).
Show More
More Info
Brand
ნობელ ფარმსანოატი
Country
თურქეთი
Generic
sultamicillin /ampicilline+sulbactam/
Dose
750მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page