Ampicillin tab 250mg #20

Ampicillin tab 250mg #20

Russia

სინთეზი
About Product
ფარმაკოლოგიური თვისებები
ამპიცილინის ტრიჰიდრატი ნახევრადსინთეზური პენიცილინია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია გრამდადებითი (Staphylососсus, სხვადასხვა სახეობის Streptососсus, მათ შორის S. faecalis) და უმეტესობა გრამუარყოფითი (E. Coli, Salmonella, Shigelia, P. mirabilis, Hinfluenzae, N. gonorrhoeae, N. meningitides, ზოგიერთი შტამები KL. pneumoniae ზოგიერთ შტამებზე) მიკროორგანიზმების მიმართ.ჩვენებები
პრეპარატი ინიშნება სასუნთქი გზების (პნევმონია, ბრონქიტი, ანგინა); შარდ და ნაღველგამომყოფი გზების (პიელიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი); კუჭ-ნაწლავის ტრაქტის; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციებისა და პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვა დაავადებების დროს.

მიღების წესები და დოზები
შინაგანად: მოზრდილებს 0,25გ (1 ტაბლეტი) 4-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 0,5-1სთ-ით ადრე, მცირე რაოდენობის წყლით, აუცილებლობისას დოზას ზრდიან 3გ-მდე დღეში (12 ტაბლეტი).
20კგ-ზე და ნაკლები წონის ბავშვებს 50-100მგ/კგ დღე-ღამეში 4 მიღებაზე, 20კგ-ზე მეტი წონის ბავშვებს 250-500მგ (1 ან 2 ტაბლეტი) 4-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე, 5-10 დღიდან 2-3 კვირამდე, ქრონიკული პროცესების დროს რამოდენიმე თვე.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კონიუქტივიტი, რინიტი, კვინკეს შეშუპება, სტომატიტი, გასტრიტი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ნეფრიტი და სხვა.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის მიმართ, სიფრთხილით ღებულობენ ღვიძლის უკმარისობის, ბრონქიალური ასთმისა და სხვა ალერგიული დაავადებების დროს.

შენახვის პირობები და ვადები
მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ვარგისიობის ვადა: 2 წელი

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.
Show More
More Info
Brand
სინთეზი
Country
Russia
Generic
ampicillin
Dose
250მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page