Moludes 10mg+5mg tab N30
Moludes 10mg+5mg tab N30

Moludes 10mg+5mg tab N30

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
About Product
დასახელება - Moludes - მოლუდესი 5მგ/10მგ 30 ტაბლეტი

ჩვენებები:

პრეპარატი ნაჩვენებია თანმხლები ასთმით ან ასთმის გარეშე მიმდინარე ალერგიულ რინტთან დაკავშირებული სიმპტომების სამკურნალოდ და შემსუბუქებისათვის მოზრდილებსა და ≥15 წლის ასაკის მოზარდებში.
უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა მონტელუკასტის და/ან დესლორატადინის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
მონტელუკასტი:

მონტელუკასტი კლინიკურ კვლევებში შეფასებულია შემდეგნაირად:

10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ასთმის მქონე 4,000 მოზრდილსა და ≥15 წლის ასაკის მოზარდში;
10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ასთმის და სეზონური ალერგიული რინიტის მქონე 400 მოზრდილსა და ≥15 წლის ასაკის მოზარდში;
5 მგ საღეჭი ტაბლეტები ასთმის მქონე 6-14 წლის ასაკის დაახლოებით 1,750 პედიატრიულ პაციენტში.
დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

რეკომენდებული დოზა ალერგიული რინიტის, ან ასთამისა და თანმხლები ალერგიული რინიტის მქონე მოზრდილებისა და 15 წლის ზემოთ მოზარდებისათვის არის ერთი ტაბლეტი (5 მგ დესლორატადინი/10 მგ მონტელუკასი) დღეში საღამოს საათებში.

იმ პაციენტებისათვის, რომლებიც დესლორატადინსა და მონტელუკასტს ღებულობდენ ცალკე ტაბლეტების სახით, მოსახერხებელია მოლუდესზე გადასვლა, რომელიც კომპონენტების იგივე დოზებს შეიცავს.

ხანგამოშვებითი ალერგიული რინიტის (სიმპტომების არსებობა 4 დღეზე ნაკლები პერიოდით კვირაში ან 4 კვირაზე ნაკლები პერიოდით წელიწადში) მართვა ხდება პაციენტის დაავადების ანამნეზის შეფასების მიხედვით და მკურნალობა შეიძლება შეწყდეს სიმპტომების ალაგების შემდეგ და განახლდეს სიმპტომების კვლავ განვითარების შემთხვევაში.

მუდმივი ალერგიული რინიტის დროს (კვირაში 4 დღეზე მეტი და წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის სიმპტომებით), ალერგენის პერიოდში რეკომენდებულია პაციენტების უწყვეტი მკურნალობა.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
თურქეთი
Generic
montelucast sodium+desloratadine
Dose
10მგ+5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page