შემადგენლობა თითოეული შესხურება აწვდის: მომეტაზონის ფუროატის მონოჰიდრატი ექვივალენტი მომეტაზონის ფუროატისა BP..........50 მკგ ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი BP………..0.02% w/v ფენილეთილის სპირტი USP…………………….0.25% w/v დამხმარე ნივთიერებები ……………………………………q.s.
თერაპიული ჩვენება: მომეტაზონის ნაზალური სპრეი არის 50 მკგ, ნაჩვენებია მოზრდილებში და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში სეზონური ალერგიული ან მრავალწლიანი რინიტის სიმპტომების სამკურნალოდ. მომეტაზონის წყლიანი ნაზალური სპრეი ნაჩვენებია ნაზალური პოლიპების სამკურნალოდ 18 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილებში.
გამოყენების მეთოდი: პირველი დოზის მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი და გაასხურეთ ტუმბო 10-ჯერ (სანამ ერთგვაროვანი შესხურება არ მიიღება). თუ ტუმბო არ არის გამოყენებული 14 დღის ან მეტი ხნის განმავლობაში, ხელახლა გააქტიურეთ ტუმბო 2 გასხურებით, სანამ ერთგვაროვანი შესხურება არ შეინიშნება, მომდევნო გამოყენებამდე. ყოველი გამოყენების წინ კარგად შეანჯღრიეთ კონტეინერი. ბოთლი უნდა განადგურდეს ეტიკეტირებული რაოდენობის შესხურების შემდეგ ან პირველი გამოყენებიდან 2 თვის განმავლობაში.
განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას: ინახება 25 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გაყინოთ და არ შეინახოთ მაცივარში.