Ksivozan tab 5mg #30
Ksivozan tab 5mg #30

Ksivozan tab 5mg #30

ბულგარეთი

ადიფარმი
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი. თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის ორჟანგი, ჰიპრომელოზა (E464), ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, კაპრილის კაპრიკული ტრიგლიცერიდები, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი.

ჩვენება: კსივოზანი აქტიურ ნივთიერების სახით შეიცავს ლევოცეტირიზინის დიჰიდროქლორიდს. ის მიეკუთვნება ანტიჰისტამინური პრეპარატების ჯგუფს და გამოიყენება შემდეგი დაავადებების სიმპტომების მკურნალობისთვის: ალერგიული რინიტი (ქრონიკული ალერგიული რინიტის ჩათვლით); ჭინჭრის ციება (კანის შეშუპება, სიწითლე და წვა). თუ 3 დღის შემდეგ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს, ან პირიქით, უარესად არის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება: თუ პაციენტი არის ალერგიული ლევოცეტირიზინი დიჰიდროქლორიდის, სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების ან ამ პრეპატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ; თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე დაზიანება (თირკმელების მძიმე უკმარისობა და კრეატინინის კლირენსი 10მლ-წთ-ზე ნაკლები).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს, თუ პაციენტის შარდის ბუშტი ვერ იცლება სათანადოდ ზურგის ტვინის დაზიანების ან გადიდებული პროსტატის გამო. კსივოზანის გამოყენებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები და მოზარდები: კსივოზანი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში, რადგანაც მოცემული გარსით დაფარული ტაბლეტები არ იძლევა დოზის კორექციის საშუალებას.

სხვა მედიკამენტები და კსივოზანი: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ პაციენტი ღებულობს, ბოლო დროს მიიღო ან შეიძლება მიიღოს ნებისმიერი სხვა პრეპარატები.

კსივოზანის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად: პაციენტმა უნდა დაიცვას სიფრთხილე კსივოზანთან ერთად ალკოჰოლის მიღების შემთხვევაში. მგრძნობიარე პაციენტებში ცეტირიზინის ან ლევოცეტირიზინის ალკოჰოლთან ან სხვა ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, თუმცა რაცემული ცეტირიზინის კვლევებმა არ აჩვენა ალკოჰოლის გაძლიერებული ეფექტი. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად ცოტა წყლის მიყოლებით, საკვები არ მოქმედებს მის მიღებაზე. საკვები არ მოქმედებს ლევოციტერიზინის აბსორბციის ხარისხზე, თუმცა აბსორბციის სიჩქარე ოდნავ ნელდება.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: თუ პაციენტი არის ორსული ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობს, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს
Show More
More Info
Brand
ადიფარმი
Country
ბულგარეთი
Generic
levocetirizine
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page