Fenistil gel 0.1% 30g #1 /TR/
Fenistil gel 0.1% 30g #1 /TR/

Fenistil gel 0.1% 30g #1 /TR/

თურქეთი

სანოფი
About Product
დასახელება - ფენისტილი გელი 0.1% 30გ ტუბი

მიღების ჩვენებები-
სხვადასხვა წარმოშობის კანის ქავილი (ქოლესტაზთან დაკავშირებულის გარდა), მაგალითად კანის სხვადასხვა გამონაყარისას, ჭინჭრის ციებისას, მწერების ნაკბენებისას, მზის ერითემისას და ზედაპირული დამწვრობებისას.
მიღების წესი და დოზები. გელს ისვამენ კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 2-4-ჯერ დღეში.

უკუჩვენებები:
მაღალი მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ,ჩვილებში და მცირე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთებზე, განსაკუთრებით თუ ისინი ანთებითია ან იმ ადგილებიდან აღინიშნება სისხლდენა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველი სამ თვეს შეიძლება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. ორსულობის II და III ტრიმესტრში, ასევე ლაქტაციის დროს, ფენისტილის გამოყენება არ შეიძლება კანის დიდ მონაკვეთზე, განსაკუთრებით თუ არსებობს ანთებისა და სისხლდენის მოვლენები.
დედებისათვის ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება პრეპარატის წასმა სარძევე ჯირკვლის თავებზე. ფენისტილი გელის კანის დიდ მონაკვეთებზე გამოყენების დროს ერიდეთ მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას.
თუ ფენისტილი გელის გამოყენების პერიოდში დაავადების სიმპტომები არ შემცირდება, ან პირიქით მოიმატებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება:
ხანდახან შესაძლებელია კანის სიმშრალის ან მსუბუქი წვის დროებითი შეგრძნება. იშვიათ შემთხვევებში – გამონაყარი კანზე და ქავილი.

შენახვის პირობები:
შეინახეთ 250C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
სანოფი
Country
თურქეთი
Generic
dimethindene
Dose
0.1%
Form
გელი
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
30გრ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page