Elsant-AVERSI tab 5mg #20
Elsant-AVERSI tab 5mg #20

Elsant-AVERSI tab 5mg #20

საქართველო

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს 5მგ დესლორატადინს, დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრა 85 F ცისფერი.

ჩვენებები: სიმპტომების აღმოფხვრა, რომლებიც დაკავშირებულია: ალერგიულ რინიტთან (ცემინება, ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის ქავილი, შეშუპება და გაჭედვა, ასევე თვალების ქავილი და სიწითლე, ცრემლდენა, სასის ქავილი და ხველა); ჭინჭრის ციება (ქავილი, გამონაყარი).

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გამოყენებისას უსაფრთხოების სათანადო ზომები: სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმელების და ღვიძლის უკმარისობით. დესლორატადინი არ აძლიერებს ალკოჰოლის ისეთ ეფექტებს, როგორიცაა ფსიქომოტორული რეაქციების დარღვევა და ძილიანობა. ფსიქომოტორული ტესტების შედეგები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებოდა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ დესლორატადინს და პლაცებოს ალკოჰოლთან ერთად ან ცალკე.

განსაკუთრებული გაფრთხილებები: გამოყენება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში: არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის დროს რეაქციის სიჩქარეზე ზეგავლენის უნარი: პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რომ იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ძილიანობა, რამაც შესაძლებელია, გავლენა მოახდინოს ავტომობილის და რთული ტექნიკის მართვის უნარზე.
ბავშვები: დესლორატადინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ტაბლეტების ფორმით 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის არ გამოკვლეულა.

გამოყენების წესი და დოზირება: ელსანტი განკუთვნილია შიგნით მისაღებად. მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ღებულობენ 1 ტაბლეტს (5მგ) 1-ჯერ დღეში, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლის მიყოლებით. ელსანტის მიღება სასურველია რეგულარულად, დღის ერთსა და იმავე დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის და მიმდინარეობის მიხედვით. ინტრემისიული ალერგიული რინიტის (სიმპტომების აღნიშვნა მინიმუმ 4 დღე კვირაში ან მინიმუმ 4 კვირის განმავლობაში) თერაპია უნდა ჩატარდეს ანამნეზის მონაცემების გათვალისწინებით: შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს მათი ხელმეორედ აღმოცენებისას. პერსისტიული ალერგიული რინიტის დროს (სიმპტომების აღნიშვნა 4 დღეზე მეტ ხანს კვირაში ან 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში) საჭიროა მკურნალობის გაგრძელება ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
საქართველო
Generic
desloratadine
Dose
5მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page