აქტიური ნივთიერებებია - დიფენჰირამინის ჰიდროქლორიდი და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატი. 1 გ გელი შეიცავს 20 მგ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს და 10 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის მონოჰიდრატს. სხვა დამხმარე ნივთიერებებია- პროპილენგლიკოლი (E1520), ჰიდროქსიეთილცელულოზა, ციტრონელის ზეთი, დინატრიუმედეტატი, გაწმენდილი წყალი.
ჩვენებები:
ალეფინი ნაჩვენებია მოზრდილებისათვის, მოზარდებისა და 2 წლის ასაკიდან ბავშვებისათვის კანის ანთებითი და ალერგიული რეაქციების სიმპტომური მკურნალობისათვის, რომლებსაც თან ახლავს ქავილი და გამოწვეულია გარეგანი ფაქტორებით, მათ შორის მწერების ნაკბენებით, მცენარეებთან (მაგ.: ჭინჭართან) კონტაქტით.
დოზირება:
მცირე რაოდენობით გელის წასმა უნდა მოხდეს დაზიანებულ კანზე და უნდა განაწილდეს ნაზად. საჭიროების მიხედვით შეიძლება გამოყენებულ იქნას დღეში 2-3-ჯერ.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25C-ის ქვემოთ, არ შეიძლება მაცივარში შენახვა ან გაყინვა. შენახვის ვადა პირველად გახსნის შემდეგ: 3 წელი, მაგრამ არაუგვიანეს შეფუთვაზე მითითებულ გამოყენების ვადისა.