Alcetin syrup 2.5mg/5ml 150.0
Alcetin syrup 2.5mg/5ml 150.0

Alcetin syrup 2.5mg/5ml 150.0

თურქეთი

ნობელ ილაკ სანი
About Product
შემადგენლობა: 1 მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 0.5 მგ დესლორატადინი. დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, პროპილენ გლიკოლი, სორბიტოლი (70%), ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, უწყლო ლიმონმჟავა, დინატრიუმ ედეტატი, საღებავი ყვითელი “მზის ჩასვლა” FCF, არომატიზატორი “ტუტი ფრუტი", დეიონიზირებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება.

ჩვენებები: ალერგიული რინიტით გამოწვეული სიმპტომები, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, თვალების ქავილი, სიწითლე და ცრემლდენა, სასის ქავილი; ასევე გამოიყენება ჭინჭრის ციებით გამოწვეული სიმპტომების, მათ შორის ქავილის და გამონაყარის მოსახსნელად. პრეპარატი ხნის სიმპტომებს მთელი დღე და არ აფერხებს ყოველდღიურ საქმიანობას და ძილს. ალცეტინი ნაჩვენებია 6 თვიდან 11 წლამდე ბავშვებში, მოზარდებში (12 წლიდან) და მოზრდილებში, მათ შორის ხანდაზმულებშიც.

დოზირება და მიღების წესი: 6 თვიდან 11 თვემდე ასაკის ბავშვები: 2 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენება საზომი კოვზი 2 მლ-მდე. 1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენება საზომი კოვზი 2.5 მლ-მდე. 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 5 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენება საზომი კოვზი 5 მლ-მდე. მოზრდილები და 12 წლის ასაკიდან ბავშვები: 10 მლ სიროფი დღეში ერთხელ. გამოიყენება საზომი კოვზი 5 მლ-მდე ორჯერ. ექიმი განსაზღვრავს ალერგიული რინიტის ტიპს და გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. ჭინჭრის ციების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განსხვავდებოდეს პაციენტებში და შესაბამისად უნდა მოხდეს ექიმის მითითებების დაცვა. სიროფი მოწოდებულია შიგნით მისაღებად, წყტლის მიყოლებით. ალცეტინი გამოიყენება 6 თვიდან. ალცეტინის ეფექტურობა და უსაფრთხოება ხანდაზმულებში არ არის დადგენილი. მონაცემები არ მოიპოვება ღვიძლის უკმარისობის დროს პრეპარატის გამოყენების შესახებ. ალცეტინი სიფრთხილით მიიღება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.

გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი. ალერგიული რეაქციები, როგორიცაა სუნთქვის გართულება, ხიხინი, ქავილი, ჭინჭრის ციება, გამონაყარი; ჰალუცინაციები, კრუნჩხვები, მოუსვენრობა მოძრაობის გაძლიერებით, გულის ფრიალი, გულისცემის აჩქარება, ღვიძლის ფუნქციური ტესტების მაჩვენებლების გადახრები, ღვიძლის ანთება, თავბრუსხვევა, ფიზიკური და გონებრივი ჰიპერაქტიურობა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, უძილობა, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, შებერილობა.

უკუჩვენებები: ალერგია დესლორატადინის, ლორატადინის ან ალცეტინის რომელიმე სხვა ინგრედიენტის, განსაკუთრებით კი საღებავის “ყვითელი მზის ჩასვლა FCF” მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ალცეტინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის ცნობილი. ნებისმიერი პრეპარატის შესახებ, რომელსაც იღებს, იღებდა ან გეგმავს რომ მიიღოს, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება, თუ დაქვეითებულია თირკმლის ფუნქცია. ალცეტინის მიღება შესაძლებელია კვებამდე და კვების შემდეგ. ალცეტინი შეიცავს საქაროზას და სორბიტოლს. თუ პაციენტი ექიმისაგან ინფორმირებულია, რომ აღენიშნება რომელიმე შაქრის მიმართ აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს. ალცეტინი შეიცავს საღებავს ყვითელი მზის ჩასვლა FCF, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. პრეპარატის თითო დოზა შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს. ამ მხრივ გვერდითი ეფექტი არ არის მოსალოდნელი. პრეპარატი შეიცავს 100 მგ.მლ პროპილენ გლიკოლს. პროპილენ გლიკოლით გამოწვეული გვერდითი ეფექტები არ არის მოსალოდნელი. დოზის გამოტეოვების შემთხვევაში მისი მიღება უნდა მოხდეს ამის შესახებ გახსენებისთანავე. დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ალცეტინის შეწყვეტასთან დაკავშირებული მოსალოდნელი ეფექტები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია: არ მიიღება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს ექიმს.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
თურქეთი
Generic
desloratadine
Dose
2.5მგ/5მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page