შემადგენლობა : აქტიური ნივთიერება დესლორატადინი 5 მგ დამხმარე ნივთიერება(ები) ლაქტოზას მონოჰიდრატი (ცხოველური) 5.8 მგ
ჩვენებები: ერიუსი ნაჩვენებია ალერგიულ რინიტთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ცემინება, ცხვირიდან გამონადენი და ქავილი, შეშუპება/ცხვირის შეგუბება, ასევე თვალის ქავილი, ცრემლდენა და სიწითლე, სასის ქავილი და ხველა. ერიუსი ასევე ნაჩვენებია ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა ქავილის, გამონაყარის და სიწითლის შემსუბუქება.
დოზირება და მიღების წესი: დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები და მოზრდილები ერიუსის რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ. ინტერმისიული ალერგიული რინიტის სიმპტომების კვირაში 4 დღეზე ან წელიწადში 4 კვირაზე ნაკლები ხნით ქონის შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია ჩატარდეს ანამნეზის მონაცემების გათვალისწინებით, უნდა შეწყდეს სიმპტომების გაქრობის შემდეგ და განახლდეს სიმპტომების ხელახალი გაჩენისას. პერსისტიული ალერგიული რინიტის სიმტომების კვირაში 4 დღეზე ან წელიწადში 4 კვირაზე მეტი ხნით ქონის შემთხვევაში მკურნალობა აუცილებელია გაგრძელდეს ალერგენთან კონტაქტის მთელი პერიოდის განმავლობაში.
მიღების წესი: იგი გამოიყენება პერორალურად. დოზის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ ღვიძლის უკმარისობა არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. თირკმლის უკმარისობა ერიუსი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს.. პედიატრიული პოპულაციაერიუსის ფორმის ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის პედიატრიულ პოპულაციაში ჯერ არ არის დადგენილი. შეზღუდულია კლინიკური კვლევების გამოცდილება დესლორატადინის გამოყენების ეფექტურობის შესახებ 12-17 წლის მოზარდებში. ხანდაზმული პოპულაცია სპეციალური კვლევები ხანდაზმული პაციენტების შესახებ არ არის ხელმისაწვდომი.
შენახვის პირობები: ინახება 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ტენიანობისგან დაცულ ადგილას..