შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებები: ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, ლუთეინი, ბეტა-კაროტინი, ლიკოპინი, ასტაქსანთინი და ზეაქსანთინი დამხმარე კომპონენტები: იხილეთ შეფუთვა.
ჩვენებები: მხედველობის ხანგრძლივი დატვირთვა; კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა; მწეველები; ბლეფარიტი; მიოპია და მასთან დაკავშირებული გართულებები; დიაბეტური რეტინოპათია; საცრემლე ჯირკვლის დაავადებები; ოფთალმოჰიპერტენზია; მაკულის ასაკობრივი დეგენერაცია; პიგმენტური რეტინოპათია; თვალებზე ოპერატიული ჩარევების შემდგომ აღდგენის პერიოდში; სიბნელეში მხედველობის ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა; მხედველობის ნერვის ატროფია. გამოყენების რეკომენდაციები: მიიღება შიგნით ანუ პერორალურად, ჭამის დროს. ნიშნავენ 1 კაფსულას დღე-ღამეში ერთხელ. მიღების ხანგრძლივობა - 1-3 თვე.
უკუჩვენებები: პროდუქტის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა; ორსულობა; ლაქტაცია. განსაკუთრებული მითითებები: არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. მაკუვიტი განკუთვნილია მრავალფეროვან, დაბალანსებულ დიეტასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დამატებით გამოყენებისთვის. არ გამოიყენება მაკუვიტს შემადგენლობის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: კაფსულები # 30, რბილი ჟელესებრი კაფსულები.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 24 თვე.
მწარმოებელი: შპს გეოორგანიკს ლიმიტედ, ინგლისი.
დამზადებულია: ლპ სოელ ფარმა, ინგლისი-ს დაკვეთით.
Show More
More Info
119442
Brand
გეო ორგანიკსი
Country
დიდი ბრიტანეთი
Generic
fish oil (omega-3)+uteinum+zeaxantin+asaxantin+B-carotin+licopin+vitis vinoferi extract