LEGKOLAX powd oral 10gr #10

LEGKOLAX powd oral 10gr #10

უკრაინა

კიევმედპრეპარატები
About Product
ლეგკოლაქსი 10გრ

შემადგენლობა:
მოქმედი ნივთიერება: მაკროგოლი;
1 პაკეტი-საშე შეიცავს პოლიეთილენგლიკოლს (მაკროგოლს) 4000 100%-ან ნივთიერებაზე გაანგარიშებით 4,0 გ-ს ან 10,0 გ-ს.

ჩვენებები:
ყაბზობის სიმპტომატური მკურნალობა.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროგოლის მიმართ.
მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები (არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, ტოქსიკური მეგაკოლონი).
ნაწლავური გაუვალობა ან ეჭვი ნაწლავურ გაუვალობაზე.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაცია ან ამის საშიშროება.
გაურკვეველი წარმოშობის ტკივილი მუცელში.

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია პერორალური გამოყენებისათვის.
მკურნალობა ახდენს მსხვილი ნაწლავის მოტორიკის ნორმალიზებას კვების (დიეტის) შესაბამისი კულტურის დაცვის პირობით.
მოზრდილებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება 10-20 გ დღეში.
დღიური დოზა 6-დან 1 წლამდე ბავშვებისათვის შეადგენს 4 გ-ს, 1 წლიდან 4 წლამდე - 8 გ-ს, 4-დან 8 წლამდე - 16 გ-ს.
პაკეტი-საშეს შემცველობას წინასწარ ხსნიან 1 ჭიქა წყალში, გამჭვირვალე წვენში (მაგალითად, ვაშლის) ან ცივ ჩაიში, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში - 50 მლ წყალში.
ლეგკოლაქსის მიღება სასურველია დილით ჭამის დროს, ერთ მიღებაზე.
პირველი ეფექტი პრეპარატის გამოყენებისაგან დგება მიღებიდან 24-28 საათის შემდეგ.
ყოველდღიური დოზა განისაზღვრება კლინიკური ეფექტის შესაბამისად და შეიძლება შეადგენდეს 4 გ-დან დღეგამოშვებით (ბავშვებისათვის) 20 გ-მდე დღეში.
გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების ხასიათის და მიმდინარეობის, მკურნალობის ეფექტურობის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, რადგანაც არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები ამ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.

შენახვის პირობები:
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
კიევმედპრეპარატები
Country
უკრაინა
Generic
macrogol
Dose
10გრ
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page