- კანის ძირითადი მოვლა. - 3წლიდან ზემოთ, ნებისმიერი ასაკის ქალბატონები და მამაკაცები. - ყველა ტიპის კანი. - სახე/ტანი.
ძირითადი მოქმედების ეფექტი: - 6/1-ში მულტიფუნქციური პროდუქტი: - სახის კრემი - უზრუნველყოფს მომენტალურ და ხანგრძლივ დატენიანებას. - ტანის კრემი - კვებავს და არბილებს კანს, სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმოვნებას. - მაკიაჟის ბაზა - ამზადებს კანს უნაკლო მაკიაჟისთვის. - გამწმენდი-მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება - ნაზად აშორებს კანს ყოველდღიურ მაკიაჟს და მტვრის ნაწილაკებს. - მზის შემდგომი - ამშვიდებს, აცხრობს კანს და უზრუნველყოფს მყისიერი კომფორტის შეგრძნებას. - პარსვის შემდგომი - ამშვიდებს გაღიზიანებას და აცხრობს სიწითლეს.
დამატებითი მოქმედების ეფექტი: - იცავს და ამშვიდებს კანს. - ანიჭებს კანს ტენიანობას და ელასტიურობას. - კანი გლუვია და ბზინავს ჯანსაღად.
გამოყენების წესები, რეკომენდაციები: - ყოველდღიური დატენიანებისთვის დაიტანეთ გასუფთავებულ სახესა და სხეულზე. - როგორც მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება, დაიტანეთ ბამბის დისკზე და ისე გამოიყენეთ სახეზე მაკიაჟის გასასუფთავებლად, შემდეგ დაიბანეთ კანი ან მოიშორეთ ნარჩენები ნოტიო ბამბის დისკით.
შემადგენლობა და ძირითად მოქმედ ნივთიერებათა თვისებები: - ორგანული ალოე ვერა - დამამშვიდებელი, გაღიზიანების მომხსნელი და აღმდგენი მოქმედებით. - ფუტკრის ცვილი - კანის ბარიერის დამცავი და გამაძლიერებელი მოქმედებით. - შიის კარაქი - მკვებავი, დამატენიანებელი და დამარბილებელი მოქმედებით. - 98% ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტები.