ჩვენებები: ნატურალური პროდუქტი. განკუთვნილია ქალებისათვის ჯანმრთელი მდგომარეობის შესანარჩუნებლად. ხელს უწყობს სასქესო ჰორმონების ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებას, იცავს ორგანიზმს უკონტროლო პროლიფერაციული პროცესების განვითარებისაგან, აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
დოზირება და მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში 3 თვის განმავლობაში, კაფსულა მიიღება კვების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები: არასასურველი ეფექტების შემთხვევაში უნდა ეცნობოს ექიმს.
უკუჩვენებები: ბავშვთა ასაკი. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. მომატებული მგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ინდონალის მიღება არაა რეკომენდირებული კუჭის წვენის მჟავიანობის დამაქვეითებელ პრეპარატებთან ერთად - ანტაციდები, H2-ბლოკერი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის განკუთვნილი ბავშვებისთვის. არ უნდა მოხდეს რეკომენდირებულ დღიურ დოზას გადაჭარბება. საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული ორსულებსა და მეძუძურებში.
გარეგნული სახე და შეფუთვა: #90 კაფსულა ერთ კოლოფში.
შენახვის პირობები: ინახება ბნელ, მშრალ ადგილას, 10-15C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.