imunosil virufix caps /60+30/#90

imunosil virufix caps /60+30/#90

ლატვია

ლოტოს ფარმა
About Product
დასახელება - იმუნოსილ ვირუფიქსი კაფსულა /60+30/ #90

შემადგენლობა
წითელი კაფსულა: კვერცეტინის დიჰიდრატი, C ვიტამინი (L-ასკორბინის მჟავა), ჟელატინი (კაფსულის გარსი), ვიტამინი D3 (0,1 მსე/გ) (ქოლეკალციფეროლი), თუთიის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), რკინის ოქსიდი (კაფსულის გარსის საღებავი).
ლურჯი კაფსულა: ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა), ჟელატინი (კაფსულის გარსი), ვიტამინი D3 (0,1 მსე/გ) (ქოლეკალციფეროლი), თუთიის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი (შეწებების საწინააღმდეგო აგენტი), მელატონინი, რკინის ოქსიდი და ბრილიანტის ლურჯი (კაფსულის გარსის საღებავი).
NRV* - ნუტრიენტის საცნობარო მნიშვნელობა.
იმუნური სისტემა სიცოცხლის პირველივე წამებიდან ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნიტეტი განსაზღვრავს ადამიანის ორგანიზმის რეაქციასგარემოს არასახარბიელო ფაქტორებზე. ჰიგიენა, სწორი კვება და აქტიური ცხოვრების წესი დადებითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე. თუმცა,წლის გარკვეულ დროს ან ცხოვრების ნორმალური პირობების ცვლილებისას, იმუნურ სისტემას შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დახმარება, მაგალითად, მცენარეული ექსტრაქტების, ვიტამინების და სხვა ნივთიერებების კომპლექსის სახით.
ბოლო სამეცნიერო მიღწევების, არსებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, მეცნიერები მუდმივად ცდილობენ ჯანმრთელობისთვისსაუკეთესო კომბინაციის მიგნებას. იმუნიტეტისთვისერთ-ერთი უახლესი პროდუქტია იმუნოსილ® ვირუფიქსი. უმაღლესი ხარისხის C ვიტამინის უნიკალური კომბინაცია კვერცეტინთან – უახლესი თაობის უნიკალური, ბიოაქტიური კომპლექსია,რომელიც სრულფასოვნად შეითვისება და გამოიყენება. პროდუქტის ინოვაციური ტექნოლოგია უზრუნველყოფს აქტიური ნივთიერებების სტაბილურობას, სწრაფ, ოპტიმალურ შეთვისებას და უფრო მოსახერხებელ გამოყენებას.
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი – იმუნოსილ® ვირუფიქსის შემადგენლობაში შემავალი C ვიტამინი უზრუნველყოფს იმუნური სისტემის ნორმალურ მუშაობას გაზრდილი დატვირთვისას. თუთია, ვიტამინი C და D ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. თუთია და ვიტამინი C ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან. თუთია ხელს უწყობს დნმ-ის და ცილების ნორმალურ სინთეზს. მელატონინი ამცირებს ჩაძინებისთვის საჭირო დროს (დადებითი ეფექტი მიიღწევა დაძინებამდე მინიმუმ 1 მგ მელატონინის მიღებისას).
გამოყენების წესი
მოზრდილებში რეკომენდებულია 2 წითელი კაფსულის მიღება დღეში ერთხელ დილიდან და 1 ლურჯი კაფსულის მიღება დღეში ერთხელ დაძინებამდე 20 წუთით ადრე.
გაფრთხილება
მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პროდუქტის რომელიმე კომპონენტზე; რეკომენდებული არ არის ორსულობის და ძუძუთი კვების დროს;
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება, როგორც სრულფასოვანი და დაბალანსებული კვების შემცვლელად; არ შეიძლება რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადაჭარბება; რეკომენდებულია 18 წლის ასაკიდან; ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას!
ინახება ოთახის ტემპერატურაზე ორიგინალ შეფუთვაში, მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა
N60 წითელი კაფსულა და N30 ლურჯ/თეთრი კაფსულა შეფუთვაში.
Show More
More Info
Brand
ლოტოს ფარმა
Country
ლატვია
Generic
Quercetin+Zinc+Ascorbic Acid+Vit D3+Melatonin
Form
კაფსულა
Quantity
90
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page