ჩვენებები: ნაჩვენებია ვაგინალური გაღიზიანებისთვის, ვაგინალური დისკომფორტისთვის და მავნე ბაქტერიების და სოკოვანი ინფექციის კოლონიზაციის შესამცირებლად საშოში. იგი იცავს ვაგინალურ pH-ს დისბალანსისაგან, უზრუნველყოფს საშოში სასარგებლო ბაქტერიების აღდგენას და შენარჩუნებას. ასევე ნაჩვენებია საშარდე გზების ინფექციების დროს.
დოზირება: მიიღება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს, სასურველია საუზმის დროს; ან ექიმის მითითების მიხედვით.
უკუჩვენებები: კაფსულები უკუნაჩვენებია შემადგენლობის რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.
ორსულობა და ლაქტაცია: მისი გამოყენება უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
შენახვის პირობები: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. დაიცავით მზის პირდაპირი სხივებისგან. ინახება 30რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.