Ginenorm solution vag 100ml in vial #5
Ginenorm solution vag 100ml in vial #5

Ginenorm solution vag 100ml in vial #5

იტალია

ლაბ. ქიმიკო ფარმაცეუტიკო
-10% Extra With VISA Card
About Product
ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის
იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი
შემადგენლობა:
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის
თითოეული 100 მლ ბოთლი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ (ექვივალენტურია იბუპროფენის 0.0698 გრამისა)
შემავსებელი ნივთიერებები: მეთილ-ეთილ-პროპილ-ბუტილი 2-ფენოქსიეთანოლ-პ-ჰიდრობენზოატი, პოლისორბატი 20,
პროპილენის გლიკოლი, მცენარეული ესენცია, დეიონიზირებული წყალი.
ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა:
0.1% ხსნარი მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ, 5 ბოთლი.
ფარმაკოთერაპიული კლასიფიკაცია:
არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პროდუქტი ვაგინალური გამოყენებისთვის.თერაპიული მოქმედება:
ყველანაირი წარმოშობის და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.
წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.
გამოიყენეთ მზა ხსნარი ანთების სიმწვავის შესაბამისად ს.პ.მ.
წინააღმდეგ ჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ან ქიმიურად მსგავს ნივთიერებაზე.
პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმის აზრით მისი გამოყენება
აუცილებელია.
ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ბავშვის ძუძუდან მოშორების პერიოდში (იხ. სიფრთხილის
ზომები გამოყენების დროს).გამოყენების წესი:
გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ორთქლზე და შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.
1. სახურავის მოსაშორებლად ბოთლს მიაწექით გვერდიდან.
2. დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.
3. გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
4. ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის დაცარიელებამდე.
5. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება.
გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.
დოზის გადაჭარბება:
არ მოიპოვება ინფორმაცია დოზის გადაჭარბების მაჩვენელბლების შესახებ.
არასასურველი ეფექტები:
არ მოიპოვება ინფორმაცია არასასურველი ეფექტების შესახებ.
სტივენს-ჯონსონის სინდრომი და კანის ტოქსიკური ნეკროზი (ძალზე იშვიათად).
ნებისმიერი ისეთი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ
ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატის შენახვა და ვარგისიანობის ვადა:
პროდუქტის გამოყენება არ უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მის შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითებები.
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინსტრუქცია შემოწმებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ: 2009 წლის სექტემბერი.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ქიმიკო ფარმაცეუტიკო
Country
იტალია
Generic
ibuprofen
Dose
0.1%
Form
ხსნარი ვაგინალური
Packing
ფლაკონი
Quantity
5
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page