ჩვენება: ასკორბინის მჟავას იყენებენ სურავანდის, ჰემორაგიული დიათეზის, ღვიძლისმიერი, საშვილოსნოს, ფილტვისმიერი და სხვა ეთიოლოგიის (მათ შორის სხივური დაავადებისას) სისხლდენის მკურნალობისა და პროფილაქტიკის დროს, ანტიკოაგულანტების ჭარბი დოზირების, ინფექციური დაავადებების და ინტოქსიკაციების, ღვიძლის დაავადებების, ორსულთა ნეფროპათიის, ადისონის დაავადების, ჭრილობების დუნედ მიმდინარე შეხორცების, ძვლის მოტეხილობის, დისტროფიების და სხვა პათოლოგიური პროცესების, მძიმე ფიზიკური დატვირთვის, გონებრივი გადაძაბვის, ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს.
წინააღმდეგჩვენება: პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებში: პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 0.05-0.1გ დღეღამეში, სამკურნალოდ 0.05-0.1გ 3-5-ჯერ დღეში. ბავშვებში პროფილაქტიკის მიზნით-0.025გ 2-3-ჯერ დღეში. 1გ-ზე მეტი დოზირების დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოვლენები საჭმლის მომნელებელი (ფაღარათი, პირღებინება) და საშარდე სისტემის მხრიდან.