About Product
საერთაშორისო დასახელება - Thiaminum+Pyridoxinum+Cyanocobalaminum
შემადგენლობა: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
თიამინის ჰიდროქლორიდი (B1) 100 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (B6) 200 მგ
ციანოკობალამინი (B12) 0, 2 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, პოვიდონი, მეთილცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: B1 ვიტამინის კომბინაცია B6 და B12 ვიტამინებთან
გამოყენების ჩვენებები:
გამოიყენება ნევროლოგიურ პრაქტიკაში კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი კომპონენტის სახით, ისეთი დაავადებების დრო, როგორიცაა:
- ტრიგემინალური ნევრალგია;
- სხვადასხვა გენეზის პოლინევრიტები (დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიის ჩათვლით);
- ნევრიტები (პერიფერიული ნერვების ანთებითი დაავადებები);
- ნეკნთაშუა ნევრალგია;
- იშიალგია (საჯდომი ნერვის დაზიანება, გამოწვეული მისი ანთებით ან კომპრესიით), ლუმბაგო (წელის სინდრომი, რომლის ძირითადი სიმპტომია წელის მკვეთრი ტკივილი) და ლუმბოიშიალგია;
- პლექსიტი (მხრის, გავა-წელის ან კისრის);
- ფესვის სინდრომი (რადიკულოპათია), განვითარებული ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების ფონზე;
- სახის ნერვის ნეიროპათია (ბელის დამბლის და პროზოპლეგიის ჩათვლით).
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ
- ბავშვთა ასაკი (პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის გამოკვლეული).
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენების წესი და დოზირება:
შიგნით, ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად და მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
ინიშნება თითო ტაბლეტი 1-3 ჯერ დღეში.
კურსის ხანგრძლივობა - ექიმის რეკომენდაციით.
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მაღალი დოზებით მკურნალობა 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედება:
პრეპარატი კარგად გადაიტანება ავადმყოფების მიერ. ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ტაქიკარდია, კანის რეაქციები ქავილის და ჭინჭრის ციების სახით.
ამა თუ იმ არასასურველი ეფექტების აღნიშვნისას საჭიროა დაუყოვნებლივ ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და მკურნალ ექიმთან კონსულტაცია.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატ რეგიმედის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინების ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები შეიძლება მოსალოდნელი იყოს მხოლოდ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მაღალი დოზების მიღების შემდეგ.
სიმპტომები: ნევროპათია ატაქსიით და მგრძნობელობის დარღვევით, ცერებრალური კრუნჩხვები ელექტროენცეფალოგრაფიის ცვლილებებით, ალერგიული რეაქციები.
მკურნალობა: ჭარბი დოზირების გამოვლინებების სიმძიმის მიხედვით, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირის დანიშვნა, შედგომი სიმპტომური მკურნალობა.
Show More
More Info
124995
Generic
thiamine+pyridoxine+cyanocobalamin