Milgamma amp 2ml #5

Milgamma amp 2ml #5

გერმანია

სოლუფარმ ფარმაციოტიშე
About Product
თიამინის ჰიდროქლორიდი (Pჰ. Eურ.) 100 მგ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი 100 მგ
ციალკობალამინი 1 მგ

ჩვენებები:
B1, B6 და B12 ვიტამინების დადასტურებული უკმარისობით განპირობებული ნევროლოგიური დარღვევები, რომელთა აღმოფხვრა ვერ ხერხდება მხოლოდ საკვებ რაციონში შესაბამისი ცვლილებებით შეტანით.

დოზირება:
მძიმე და მწვავე ტკივილის დროს, სისხლში მაღალი კონცენტრაციის და სწრაფი მოქმედების მისაღწევად: საწყის ეტაპზე ერთი ინექცია (2 მლ) დღეში. მწვავე სტადიის გავლის შემდგომ და შედარებით მსუბუქ შემთხვევერბში, 1 ინექცია 2-3-ჯერ კვირაში.
რეკომენდებულია ყოველკვირეული სამედიცინო მონიტორინგი.
პირველივე შესაძლებლობისას, უნდა მოხდეს პრეპარატის პერორალურ ფორმაზე გადასვლა.
გამოყენების წესი
ინექცია შეიყვანება კუნთში (ი.მ.), ღრმად.
საინექციო ხსნარი განკუთვნილია მხოლოდ კუნთში (ი.მ.) ინექციისთვის. დაუშვებელია მისი შეყვანა ვენაში.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი აქტიური ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.
პრეპარატი არ გამოიყენება გულის ელექტროგამტარებლობის მძიმე დარღვევების და მწვავე დეკომპენსირებული გულის უკმარისობის დროს.
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის B6 ვიტამინის უსაფრთხო დოზას შეადგენს არაუმეტეს 25 მგ დღეში. ამ პრეპარატის თითოეული 2 მლ ამპულა შეიცავს 100 მგ B6 ვიტამინს, რის გამოც, არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში (2C – 8C). სინათლისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.
Show More
More Info
Brand
სოლუფარმ ფარმაციოტიშე
Country
გერმანია
Generic
thiamine+pyridoxine+cyanocobalamin+lidocaine
Dose
100მგ+100მგ
Form
ხსნარი საინექციო
Packing
ამპულა
Quantity
5
Volume
2მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page