About Product
იბუვიტი D3 2000სე, კაფსულები რბილი
ქოლეკალციფეროლი
პრეპარატის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ეს პრეპარატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ზუსტად ისე, როგორც აღწერილია გამოყენების ინსტრუქციაში, ან ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის მიხედვით. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, რადგან შეიძლება აუცილებელი გახდეს მისი ხელახალი წაკითხვა. დამატებითი ინფორმციისათვის ან კონსულტაციისათვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, რომელმაც ურჩია პაციენტს აღნიშნული პრეპარატის მიღება.
რაიმე გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, ნებისმიერი შესაძლო გვერდითი რეაქციის ჩათვლით, რომელიც არ არის მითითებული აღნიშნულ გამოყენების ინსტრუქციაში, აუცილებლად უნდა ეცნობოს ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან პირიქით გაუარესდა, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
შემადგენლობა: მოქმედი ნივთიერებაა ქოლეკალციფეროლი. თითოეული კაფსულა შეიცავს 50მკგ ქოლეკალციფეროლს, რაც D ვიტამინის 2000სე-ის ექვივალენტურია. დამხმარე ნივთიერებები: კაფსულის შიგთავსი: ალისარჩულის ზეთი გასუფთავებული; კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გასუფთავებული წყალი, ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები საშუალო სიგრძის ჯაჭვით.
ჩვენება: ვიტამინი D ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებიდან და ამცირებს მის გამოყოფას თირკმელებით, რაც ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. D ვიტამინის დეფიციტი არის რაქიტის (ბავშვებში ძვლების მინერალიზაციის დარღვევა) და ოსტეომალაციის (მოზრდილებში ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია) მიზეზი.
პრეპარატი იბუვიტი D3 2000 სე ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული მდგომარეობების პროფილაქტიკა მოზრდილებში, ბავშვებსა და 11 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში სხეულის ნორმალური წონით; ოსტეოპოროზის მკურნალობა მოზრდილებში კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში; D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ). D ვიტამინის პრეპარატები უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკურად თვეებში, როდესაც არასაკმარისად ხდება მზის სხივების ზემოქმედება (ოქტომბრიდან აპრილამდე).
მზის სხივების საკმარისად ზემოქმედების პერიოდში (მაისიდან სექტემბრამდე) თავი უნდა იქნას არიდებული D ვიტამინის პრეპარატების მიღებისაგან.
მაგ. პოლონეთში მზის სხივების საკმარისი ზემოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულის თვეებში (მაისიდან სექტემბრამდე), ამასთან, საჭიროა მზეზე მინიმუმ 15 წუთი ყოფნა 10:00-დან 15:00 საათამდე, ღია მხრებით და წვივებით, მზისგან დამცავი ულტრაიისფერი ფილტრების მქონე კრემების გამოყენების გარეშე.
D ვიტამინის დეფიციტი განისაზღვრება როგორც 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (25(OH)D) კონცენტრაცია შრატში ნაკლები 20ნგ-მლ (ნაკლები 50ნმოლი-ლ); კონცენტრაციის მიზნობრივ მნიშვნელობას D ვიტამინის ოპტიმალური მოქმედებისათვის წარმოადგენს 30-50ნგ-მლ (75-125ნმოლი-ლ).
D ვიტამინის დეფიციტი შეიძლება აღინიშნოს იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტი ცხოვრობს მაღალ გეოგრაფიულ განედზე (მეტი 35გრადუსზე), როდესაც დიეტა ან ცხოვრების წესი არ იძლევა ორგანიზმის საკმარისი რაოდენობით D ვიტამინის უზრუნველყოფის საშუალებას (პირები, რომლებიც დროის უმეტეს ნაწილს დახურულ შენობაში ატარებენ ან ღამით მუშაობენ) ან როდესაც იზრდება D ვიტამინზე ორგანიზმის მოთხოვნილება (ორსული ქალები, პაციენტები სხეულის ჭარბი მასით ან სიმსუქნით).
უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ქოლეკალციფეროლის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ; თუ პაციენტს აქვს კალციუმის მომატებული კონცენტრაცია სისხლში (ჰიპერკალციემია) ან შარდში (ჰიპერკალციურია); თუ პაციენტს აქვს თირკმელების მძიმე უკმარისობა, კენჭები თირკმელებში (შარდ-კენჭოვანი დაავადება) ან მიდრეკილება მათი წარმოქმნისადმი; თუ პაციენტს აქვს D ჰიპერვიტამინოზი (სიმპტომები, გამოწვეული ორგანიზმში D ვიტამინის სიჭარბით); 11 წლამდე ასაკის ბავშვებში.
Show More
More Info
154583
Generic
cholecalcipherol /vit D-3/