Diferol forte vitamin D3 tab #20
Diferol forte vitamin D3 tab #20

Diferol forte vitamin D3 tab #20

დიდი ბრიტანეთი

ინტერნეშნალ ჰელს სოლუშენ
-10% Extra With VISA Card
About Product

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს ვიტამინ D3 (ქოლეკალციფეროლი) 50 უგ (2000 სე). ვიტამინი D3-ადამიანის საკვები რაციონის შეუცვლელი შემადგენელი ვიტამინი. არის რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ავსებს D3 ვიტამინის დეფიციტს. მონაწილეობას იღებს კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავში კალციუმის შეწოვას და თირკმელებში ფოსფატების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას, საჭიროა პარაფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ვიტამინი D3 მონაწილეობს უჯრედების გამრავლების რეგულაციებში, ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გარკვეული ჰორმონების სტიმულაციაში. 
 
ჩვენებები: D ვიტამინის დეფიციტი; იმუნიტეტის დაქვეითება; ოსტეოპოროზი (ძვლების დაავადება); კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევები.

დოზირება და მიღების წესი: D ვიტამინის რეკომენდებული დოზები მათთვის, ვისაც აღენიშნება ვიტამინის დეფიციტი, ან მიეკუთვნება დეფიციტის რისკის ჯგუფს: ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში: 2000სე დღეში წონის მიხედვით სექტემბრიდან აპრილამდე პერიოდში. 2000სე დღეში წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში თუ ზაფხულში D ვიტამინის სათანადო რაოდენობით სინთეზი უზრუნველყოფილი არ არის. 65 წლის ზემოთ 2000სე დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში, რადგან D ვიტამინის სინთეზის უნარი ამ ასაკობრივ ჯგუფში კანში დაქვეითებულია. ჭარბწონიან ზრდასრულებსა და ხანდაზმულებში: 1600-4000სე დღეში მთელი წლის განმავლობაში. ფერადკანიანი პირები: 1000-2000სე დღეში წონის მიხედვით მთელი წლის განმავლობაში. ღამის ცვლის მუშაკები. 1000-2000სე დღეში წონის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში. D ვიტამინის მიღებას დიდი მნიშვნელობა აქვს იმ პირთათვის, ვისაც აწუხებს ძვლის დაავადებები, როგორიცაა: ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია-წარმოადგენს ძვლებში მინერალების ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ოსტეოპოროზის განვითარების დასაწყისია. ოსტეომალაცია ძვლების არასაკმარისი მინერალიზაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც ორგანიზმში აღენიშნებათ D ვიტამინის დეფიციტი, რომელიც იწვევს ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვის დარღვევას, რასაც თავის მხრივ მივყავართ კალციუმის ნაკლებობამდე. D ვიტამინის დიდი დოზით მიღება ასევე მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აღენიშნებათ თირკმელების დაავადებები. დიფეროლის-ის მიღება ერთდროულად მზის სხივების ზემოქმედებასთან ერთად არ ქმნის დოზის გადაჭარბების რისკს.
დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით. პრეპარატი მიიღება საკვებისგან დამოუკიდებლად.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით და მისი ზედამხედველობის ქვეშ. რეკომენდებული არ არის სხვაგვარად მისი მიღება. არ არის განკუთვნილი პარენტერალური მიღებისთვის.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ინტერნეშნალ ჰელს სოლუშენ
Country
დიდი ბრიტანეთი
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
2000სე
Form
კაფსულა
Quantity
20
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page