Desarol oral solution 200.0

Desarol oral solution 200.0

ესპანეთი

ფაეს ფარმა
-10% Extra With VISA Card
About Product
დასახელება - დესაროლი ხსნარი ორალური 200მლ #1

გამოყენება
დესაროლი მიეკუთვნება მადის აღმძვრელი მედიკამენტების ჯგუფს.
ეს მედიკამენტი ნაჩვენებია სიმპტომური მკურნალობისთვის მოზრდილებსა და 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში უმადობის სამკურნალოდ.

უკუჩვენება
არ მიიღოთ დესაროლი
- თუ გაქვთ ალერგია ციპროჰეპტადინზე, არგინინ ასპარტატზე, კარნიტინზე ან ამ მედიკამენტის ნებისმიერ სხვა ინგრედიენტზე;
- ასთმური კრიზის დროს;
- 2 წლამდე ასაკის ბავშვებში;
- თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს;
- თუ გაქვთ გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება), გადიდებული პროსტატა, ნაღვლის ბუშტის ან კუჭის დაცლის პრობლემები ან გიჭირთ შარდვა;
- თუ იღებთ „მონოამინოქსიდაზების ინჰიბიტორს“ (MAOI) დეპრესიის ან პარკინსონის დაავადების გამო;
- თუ გაქვთ პორფირია (იშვიათი დაავადება, ჩვეულებრივ მემკვიდრეობითი, რომლის დროსაც დიდი რაოდენობით პორფირინი გამოიყოფა შარდსა და განავალში);
- თუ გაქვთ თირკმელების ან ღვიძლის მძიმე დაავადება;
- თუ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის წყლული (პეპტიური წყლული).
გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
დესაროლის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
არ მიიღოთ ეს მედიკამენტი უწყვეტად 8 კვირაზე მეტ ხანს.
თუ სიმპტომები გაუარესდა ან დარჩა 4 კვირის შემდეგ, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

ბავშვები
ეს მედიკამენტი უკუნაჩვენებია 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დესაროლის დოზის განსაზღვრას 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, რადგანაც ამ პოპულაციაში მაღალია მგრძნობელობა ანტიჰისტამინური მედიკამენტების მიმართ.
ზოგიერთი ანტიჰისტამინური მედიკამენტის დოზის გადაჭარბებამ ბავშვებში შესაძლოა ნერვული სისტემის დაავადებები, სუნთქვის და გულის გაჩერება, ფატალური გამოსავალიც კი გამოიწვიოს.
მიღების წესი
მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით ზუსტად შეასრულეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ინსტრუქციები. რაიმე ეჭვის შემთხვევაში, მიმართეთ კვლავ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამედიცინო პროდუქტი მიიღება პერორალურად.

რეკომენდებული დოზაა:
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია 5.19მგ ციპროჰეპტადინის ჯამური დღიური დოზის).
არ გადააჭარბოთ 16 მგ ციპროჰეპტადინს დღის განმავლობაში.

გამოყენება ბავშვებში
2-4 წლის ბავშვები: 5მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურია ციპროჰეპტადინი 2,6მგ დღიური ჯამური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის დღიურ დოზას 12 მგ-ს.
4-6 წლის ბავშვები: 10მლ დღეში ორჯერ (ეკვივალენტურიაციპროჰეპტადინი 3.46 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 12 მგ დოზას დღის განმავლობაში.
7-14 წლის ბავშვები: 10მლ დღეში სამჯერ (ეკვივალენტურიციპროჰეტადინი 5.19 მგ საერთო დღიური დოზის). არ გადააჭარბოთ ციპროჰეპტადინის 16 მგ-ს დღის განმავლობაში.

შენახვა
მოარიდეთ ბავშვებს.
შენახვის სპეციალური პირობები აუცილებელი არ არის.
Show More
More Info
Brand
ფაეს ფარმა
Country
ესპანეთი
Generic
Cyproheptadine hydrochloride+Arginine aspartate+Carnitine hydrochloride
Form
ხსნარი ორალური
Quantity
1
Volume
200მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page